როგორც მოგეხსენებათ, Microsoft ნებისმიერი Windows Phone 8-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ ოპერატორის სერტიფიცირებას ოპერაციული სისტემის განახლებებისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში თვეებით გრძელდება და რაც ყველაზე ცუდია, განბლოკილ (unlocked) მოწყობილობებზეც ვრცელდება ეს შეყოვნება. იმისთვის რომ ადრეულად მიიღოთ განახლებები თქვენი მოწყობილობებისთვის, უნდა გაწევრიანდეთ Preview for Developers პროგრამაში, შემდეგი რამდენიმე მარტივი ნაბიჯით: Windows Phone App Studio-ში ავტორიზაცია გაიარეთ თქვენი Microsoft-ის ანგარიშით, რომელიც ასევე თქვენს Windows Phone-თან გაქვთ დაკავშირებული; გადმოწერეთ Preview for Developer-ს Windows Phone Store-დან (ან იხილეთ QR კოდი ქვემოთ); გაუშვით აპლიკაცია და შეიყვანეთ თქვენი Microsoft ანგარიში; აპლიკაცია აღგიქვამთ დეველოპერად, რის შემდეგაც შეამოწმებთ განახლებას (Settings > Phone update > Check for updates) და დაიწყებთ განახლების გადმოწერას. @WPCentral