Search the Community
Showing results for tags 'without usb flash drive or cd/dvd'.
-
ლინუქსის და კონკრეტულად უბუნტუს შესახებ ამავე კატეგორიაში საკმაოდ ვრცელი და საინტერესო თემები არსებობს, მაგრამ ამ თემის ცალკე შექმნა საჭიროდ ჩავთვალე რამდენიმე მიზეზის გამო: 1) გვინდა ლინუქსის დაყენება, მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს USB flash drive ან ცარიელი CD/DVD დისკი. 2) გვაქვს USB flash drive ან ცარიელი დისკები, მაგრამ ჩაწერა არ გამოგვდის ტექნიკური თუ სისტემური მიზეზით 3) გვაქვს USB flash drive ან ცარიელი დისკები, მაგრამ საინსტალაციოს შექმნა არ გვინდა, გვეზარება ან დისკი თუ ფლეშკა გვენანება ( ეს უკანასკნელი მე პირადად ხშირი გამოყენების შედეგად გამოუსადეგარი გამიხდა ) ლინუქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მარტივი დისტრიბუტივის Ubuntu-ს ინსტალაცია არავითარ პრობლემას და განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს რიგითი მომხმარებლისთვის. ასევე მარტივია უბუნტუს დაყენება ჩამტვირთავი მოწყობილობის გარეშე პირდაპირ ვინდოუსიდან. ამისთვის გვჭირდება: ა) პროგრამა UNetbootin ბ) Ubuntu-ს საინსტალაციო ISO ფაილი გ) დრო, სურვილი და მონდომება მას შემდეგ, რაც გადმოვწერთ ჩვენთვის სასურველი ვერსიის საინსტალაციო ფაილს და პროგრამა UNetbootin-ს, რომელიც ზომით საკმაოდ მცირეა, ხოლო გამოყენების მხრივ მარტივი და პრაქტიკული, უბრალოდ ადმინისტრატორის უფლებით გავუშვებთ ( ინსტალაცია არ სჭირდება ) Distribution-ის ნაცვლად ვირჩევთ Diskimage ავირჩევთ გადმოწერილ ISO ფაილს Type-ში USB flash drive -ის ნაცვლად ვირჩევთ Hard Disk Drive: ვუთითებთ C დისკს ( სადაც ვინდი აყენია ) და ბოლოს OK. Unetbootin საინსტალაციო ISO ფაილს ჩაწერს C დისკზე ( დააყენებს, როგორც ჩვეულებრივ პროგრამას ) რასაც 1 წუთზე მეტი არ სჭირდება ხოლმე ( დრო დამოკიდებულია ISO ფაილის ზომაზე ) როდესაც ჩაწერა დასრულდება გადავტვირთავთ სისტემას და ბუთ მენიუში გვექნება არჩევანის საშუალება Windows 7, 8, 10 -თან ერთად გაჩნდება Unetbootin. არჩევის შემდეგ ვაჭერთ TAB-ს და მენიუდან ვირჩევთ Install Ubuntu დანარჩენი ინსტალაციის პროცესი სტანდარტულია და იგივეა, რაც ამ თემაშია აღწერილი როდესაც უბუნტუს დაყენებას მოვრჩებით და ლინუქსში ძრომიალი მოგვწყინდება ვინდზე ჩატვირთვის შემდეგ უბუნტუს საინტალაციო მარტივად შეგვიძლია წავშალოთ ( შემდეგ გადატვირთვაზე ხელახლა დაყენება რომ არ შემოგვთავაზოს ან ბუთ მენიუში არ გამოგვეჩხიროს თვალში ) დაყენებული პროგრამებიდან, ამისთვის საკმარისია უბრალოდ My Computer ან This PC-ში შევიდეთ, შემდეგ Uninstall or change a program და ჩამონათვალში Unetbootin ვიპოვოთ შემდეგ კი Uninstall ყურადღება! * აღნიშნული მეთოდი დატესტილი მაქვს მხოლოდ უბუნტუზე, მაგრამ წესით ჩვეულებრივად უნდა იმუშაოს ლინუქს მინტზე, შესაძლოა დებიანზეც და რამდენიმე სხვა დისტროზე. უკლებლივ ყველაზე არ მუშაობს. * უბუნტუს ინსტალაციის პროცესში C დისკის დაფორმატება არ მიუთითოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული სისტემაც წაგეშლებათ და უბუნტუს საინსტალაციოც.
- 2 replies
-
- 1
-
-
- ubuntu
- ინსტალაცია
-
(and 2 more)
Tagged with: