Search the Community
Showing results for tags 'with'.
-
ჰიბრიდული პროცესორის AMD Trinity-ს შემდეგ რომელიც შეიძლება Intel Ivy Bridge-ის ჩიპის კონკურენტად ჩავთვალოთ დესკტოპ და მობილურ სეგმენტში, კომპანია AMD აპირებს 2013 წლის მეორე კვარტალისთვის,წარდგენილი იყოს გადაწყვეტილება შემდეგი თაობის პროცესორების წარმოებაზე, რომელიც უნდა განეკუთვნოს A სერიის პროცესორებს კოდური სახელწოდებით Richland როგორც fudzilla იუწყება . პირველად წარდგენილი იქნება 2 და 4 ბირთვიანი პროცესორები AMD Turbo Core ტექნოლოგიის მხარდაჭერით. მაგრამ ერთ-ერთ მთავარ სიახლედ მიიჩნევა მაინც მისი გრაფიკა. იუწყებიან რომ ჩიპი მიიღებს ვიდეობირთვს Radeon HD 8000 თაობის რომელიც Sea Islands-ის სახელწოდებით არის ცნობილი,თუმცა დეტალები ამსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ცოტაა. ცნობილია ის რომ ამ GPU-ს მხარდაჭერა ექნება DirectX 11-ის,128 ნაკადიანი 2 ბირთვიანი პროცესესორიAPU ვერსიისთვის და 384 ნაკადიანი ყველაზე სწრაფი 4 ბირთვიანი პროცესორისთვის.რათქმაუნდა ეს ჩიპები აღჭურვილი იქნება Dual Graphics ტექნოლოგიით. მაგრამ ჯერ არ არის გარკვეული გამოყენებული იქნება თუ არა CPU Pilediver-ის ბირთვი,როგორც Trinty-ში,თუ იქნება ახალი უფრო ძლიერი Steamroller. დანარჩენი თავისებურებებისგან გამორჩეულია ასევე DDR3 @1866 MHz და FM2-ს მხარდაჭერა,რომელიც ეს უკანასკნელი (FM2 ჩიპი) უნდა გახდეს კონკურენტი 22 ნანომეტრიული პროცესორის Intel Haswell-ის რომელმაც უნდა მიიღოს უფრო ძლიერი გრაფიკა ვიდრე Ivy Bridge-ს აქვს. წყარო- http://www.3dnews.ru/news/632179