გადავწყვიტე პატარა გაკვეთილი ჩავატარო windows-ის ინსტალაციის თარიღის გაგებაზე(უსაქმურობას რა ვუთხარი...):
პირადად მე ყოველთვის მაინტერესებდა რამდენ ხანს მიძლებდა ოპერაციული სისტემა და რათქმაუნდა ვერასდროს ვიმახსოვრებდი ინსტალაციის თარიღს. თურმე windows-ს ჰქონია ჩაშენებული DOS-ზე დაფუძვნებული უტილიტი სახელად systeminfo.exe, ?რომელიც გვიჩვენებს სრულ ინფორმაციას ჩვენს OS-ზე და მათ შორის ინსტალაციის ზუსტ დროსაც. .exe ფაილი ინახება \Windows\System32\ ფოლდერში და მისი გაშვება შეიძლება საბრძანებო კონსოლიდანაც.
დააკლიკეთ Start -ზე. ჩაწერეთ ძებნაში cmd და დააჭირეთ enter-ს კონსოლის ეკრანზე გამოსატანად. კონსოლში ჩაწერეთ systeminfo და გაუშვით.
ესეც შედეგი:
როგორც ხედავთ ჩემი OS უკვე 7თვეა ერთგულად მემსახურება ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
გმადლობთ ყურადღებისთვის.