G.Skill მუშაობს ახალ Trident Z მეხსიერების მოდულებზე, რომლებსაც შეეძლებათ დაუჯერებელ სიხშირეზე 4.40GHz ზე მუშაობა. აღნიშნული ოპერატიული მეხსიერებები განკუთვნილია ექსტრემალური Overclock სთვის და თავსებადია Intel Z170 ჩიპსეტთან. G.Skill’s Trident Z DDR4-4400 (PC4-35200) მეხსიერების მოდულები იქნება 4GB მოცულობის და დაფუძნებული იქნება ნარჩევ Samsung - ის მეხსიერების ჩიპზე, მოდულები იმუშავებენ 4400MHz 1.40 volt ზე. მოწყობილობებს ექნებათ extreme memory profiles (XMP 2.0) რომელიც ავტომატურად დაყენდება თავსებად დედაპლატაზე. G.Skill DDR4 ის მეხსიერების მოდულებს 4.40 ზე მუშაობა შეეძლებათ 8GB არხიან კომპლექტზე. ზუსტი ფასები უცნობია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მეხსიერების მოდულები უნიკალურია თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ მაღალი ფასი ექნება.