Search the Community
Showing results for tags 'tesla'.
-
Tesla Semi-ს ივენთზე ილონ მასკმა სატვირთოსთან ერთად დამატებითი სიურპრიზიც შემოგვთავაზა ახალი Roadster-ის სახით, რომელიც უსწრაფესი სამომხმარებლო ხაზის მანქანა იქნება - 100 კმ/სთ 1.9 წამში, მაქს. სიჩქარე 400+ კმ/სთ და 1000 კმ-მდე მანძილი ერთი დატენვით. გარდა ამისა, Roadster 1/4 მილს 8.8 წამში გადის, ხოლო 160 კმ/სთ სიჩქარემდე 4.2 წამში ჩქარდება. იგი სრული ამძრავია და იმისთვის, რომ სიმძლავრეზე წარმოდგენა შეგვექმნას - ავტომობილს საბურავებზე 10000 ნმ (!) ტორქის გადაცემა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ახალი Roadster-ი სრული ამძრავიანი სისტემითაა აღჭურვილი და 4-ადგილიანია, მოძრავი მინის ჭერით. ღირებულება დაახლოებით 200000$ იქნება. ამის გათვალისწინებით, მისი მონაცემები უბრალოდ შთამბეჭდავია. წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია 50000$-ის სანაცვლოდ. ასევე შესაძლებელია, 250000$-ის სანაცვლოდ უკვე შეიძინოთ Founders სერიის 1000 ცალი, უფრო მძლავრი, ლიმიტირებული მოდელიდან ერთ-ერთი. ახალი Roadster-ი წარმოებაში 2020 წელს ჩაეშვება. Tesla Roadster-ის ოფიციალური საიტი: https://www.tesla.com/roadster/ ივენთის ლაივსტრიმის ჩანაწერის სრულად ნახვა და წინასწარ შეკვეთა ამ ლინკზეა შესაძლებელი: https://livestream.tesla.com/ loop.mp4
-
Tesla-მ ორი დღის წინ დააანონსა სრული ზომის (მე-8 კლასის) სატვირთო მანქანა - Semi, რომლის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია. დღევანდელ დიზელის ძრავიან სატვირთოებთან შედარებით, Tesla Semi გაცილებით სწრაფია, გაცილებით უკეთესი აქსელარაცია აქვს, გაცილებით ეკონომიურია და ამასთან ერთად, იძლევა იმ კომფორტულ ფუნქციონალს, რაც Model S/Model X-ის მფლობელებს უკვე აქვთ: ავტოპილოტი, მობილური აპლიკაცია და ულტრათანამედროვე სისტემები. აქსელერაცია მართლად შთამბეჭდავია - 36 ტონა ტვირთით Semi 100 კმ/სთ სიჩქარეს 20 წამში ავითარებს. სრულად დატენილი ბატარეით და მაქსიმალური ტვირთით (36 ტონა) Semi 800 კმ-მდე მანძილს გადის, თანაც მაგისტრალზე სამოძრაო სიჩქარით, დაახლოებით 90-100 კმ/სთ-ით. იმისათვის, რომ Semi-ს დატენვა სწრაფად მოხდეს, Tesla განათავსებს Megacharger-ებს, რომლებიც ნახევარ საათში შეავსებენ სატვირთოს ბატარეას 640 კმ მანძილის გასავლელად. Tesla Semi წარმოებაში ჩაეშვება 2019 წელს, ხოლო წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. Tesla Semi-ს ოფიციალური საიტი: https://www.tesla.com/semi/ ივენთის ლაივსტრიმის ჩანაწერის სრულად ნახვა ამ ლინკზეა შესაძლებელი: https://livestream.tesla.com/ ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაციის ვიდეო და სურათები: