Search the Community
Showing results for tags 'sony Xperia ZR'.
-
კომპანია Sony-მ მათთვის ვინც აქტიურად მოგზაურობს გამოუშვა ახალი სმარტფონი Xperia ZR, არის Android 4.1 (Jelly Bean) პლატფორმაზე და აკმაყოფილებს ყველა არსებულ სტანდარტს IP55, IP58 და IP5X-ს. დღესდღეობით ეს ერთადერთი სმარტფონია რომელსაც შეუძლია წ ყ ალში გადაიღოს FHD გაფართოების ვიდეო 1,5მეტრის სიღრმეში 30 წუთის განმავლობაში. ახალი მოდელი იწონის 140გრამს ხოლო გაბარიტები შეადგენს: 131 x 67,4 x 10,4მმ-ს, Xperia ZR ხელმისაწვდომია ოთხ ფერში და მუშაობს 4G LTE/UMTS/HSPA+/GSM/GPRS/EDGE ქსელებში, მის არსენალში შედის: 4,55 დიუმიანი TFT დისპელი HD გაფართოებით( 1280x720 პიქსელი), დაცულია ნაკაწრებისგან და ასევე აქვს Sony Mobile BRAVIA Engine 2. ოთხ ბირთვიანი Qualcomm Snapdragon S4 Pro პროცესორი 1,5GHz სიხშირის და Adreno 320 ვიდეოამაჩქარებელი. 2Gb ოპერატიული მეხსიერება. 8Gb შიდა ფლეშ-მეხსიერება. microSD/SDHC-ბარათის სლოტი 32Gb-მდე მეხსიერების მხარაჭერით. 13მეგაპიქსელიანი კამერა Sony Exmor RS სენსორზე დაფუძნებული. წინა VGA კამერა. Wi-Fi და Bluetooth 4.0 მოდული. NFC ჩიპი. ინტეგრირებული GPS-მიმღები. ინტეგრირებული მედიაფლეიერი MP3/3GPP/MP4/SMF/WAV/OTA/OGG/MKV/AVI/XviD/MOV/BMP/GIF/JPEG/PNG-ის ფორმატების მხარდაჭერით. 3,5მმ აუდიო ჯეკი. Micro USB პორტი. სმარტფონის გაყიდვა ბევრ ქვეყანაში მეორე კვარტალში(ანუ ამ თვეში) დაიწყება, ფასზე კი ჯერ არაფერი არ არის ცნობილი. მას აქსესუარების სახით მოყვება Bluetooth SBH50 ყურსასმენები,SmartWatch MN2 დისეპლეი-საათი და დოკი DK28 დატენვისთვის.