Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'smartphone'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 7 results

  1. პირველ რიგში მოგესალმებით დიდიხანია თემა არ გამიხსნია და მინდა Asus Republic of Gamers Phone წარმოგიდგინოთ. ყველა Gamer სთვის ცნობილმა და საყვარელმა კომპანიამ ASUS მა მობილურ სამყაროშიც გამოიჩინა თავი და წარადგინა თავისი ROG (Republic of Gamers) სმარტფონი, რომელიც უდაოდ უკონკურენტოა თავისი დიზაინით და რაღათქმაუნდა მონაცემებით. მობილური დაანონსდა 2018 წლის იანვარში ხოლო მისი გაყიდვაში ჩაშვება 2018 წლის შემოდგომას იგეგმება. სანამ მონაცემებზე გადავალ ჯერ კორპუსის შესახებ ვისაუბროთ როგორც გვპირდებიან მობილური იქნება წყალგაუმტარი. მობილურ ტელეფონს აქვს ალუმინის კანტი უკანა მხარე კი დაფარულია Gorilla Glass ის მინის ზედაპირით, მისი წონა 200 გრამს შეადგენს. მთლიანი კორპუსის ზომები ასეთია : (სიგრძე:158.5მმ) (სიგანე 76.2მმ) (სისქე 8.6მმ) რაც შეეხება მის მონაცემებს მას აქვს 6 ინჩიანი (1080x2160) AMOLED 90 Hz (1ms pixel response time) HDR ეკრანი უფრო გასაგები და ადვილად გამოსარჩევი რომ იყოს მონაცემებს ჩამოვწერ. სანამ დავიწყებ აქვე ავღნიშნავ რომ მან Antutu ში 304183 ქულა აიღო ჩიპსეტი : Chipset Qualcomm SDM845 Snapdragon 845 პროცესორი : Octa-core (4x2.96 GHz Kryo 385 Gold & 4x1.7 GHz Kryo 385 Silver) გრაფიკული ჩიპი : Adreno 630 ოპერატიული მეხსიერება : 8GB ელემენტი: 4000mAh მას არ გააჩნია Micro SD Card ის სლოტი რამაც პირადად მე გამაკვირვა თუმცა შეგიძლიათ შეიძინოთ 128 GB ან 512 GB ინტეგრირებული მეხსიერებით. ახალ ASUS ROG Phone ის უკანა მხარეს განთავსებულია 2 კამერა 12MP და 8MP phase detection autofocus , რომელიც ხელს უწყობს ახალი კადრის სწრაფ ფოკუსირებაში რაც ძალიან ეფექტური და პრაქტიკულია როგორც სურათების ასევე ვიდეოების გადაღებისას. მას შეუძლია გადაიღოს 4K UHD (3840 by 2160) გაფართოვების ვიდეო 30/60 fps (frame per second) ით მთავარი უკანა კამერებით - ხოლო წინა მხარეს განთავსებული აქვს 8MP კამერა. რაც შეეხება დინამიკებს მას აქვს სტერეო სისტემა რომლის არ ქონაც Gamer ებს იმედებს გაგვიცრუებდა. დამეთანხმებით Gaming ში ხმა არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც FPS ასე რომ ამ სმარტფონში გვაქვს Stereo სისტემა რომელიც ხმას სუფთად და თანაბრად გაანაწილებს მარცხნივ და მარჯვნივ. მობილურს ექნება 2 Nano სიმ ბარათის სლოტი : Dual SIM dual standby Slot 1: 2G/3G/4G Nano SIM Card Slot 2: 2G/3G/4G Nano SIM Card ასევე Gaming სმარტფონს აქსესუარებიც ბევრი და საინტერესო მოყვება: კომპლექტში იქნება AeroActive Cooler რომელიც მობილურს დაეხმარება გაგრილებაში AeroActive Cooler - ს აქვს ქულერი, რომლის ბრუნიც შეგიძლიათ მობილურიდან აკონტროლოთ ასევე მას აქვს დამტენის პორტი AeroActive Cooler ის დაყენების შემდეგ მობილური შეგიძლიათ დატენოთ ისე რომ Gaming კონფორტული გახდეს და დამტენის შნურმა არ შეგაწუხოთ რაც ბევრად პრაქტიკულს გახდის თამაშს მობილურის დატენვისას ამის საიდუმლო კი ის არის რომ დამტენის პორტი შუაში ხვდება ასევე AeroActive Cooler ს აქვს 3.5მმ იანი ნაოშნიკების პორტიც რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტისთვის. AeroActive Cooler მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. AeroActive Cooler სურათებისთვის გახსენით სპოილერი. ასევე ROG Phone ს მოყვება Mobile Desktop Dock : რაც თითქმის იდეალურ კომფორტს გვიქმნის მობილურის და Desktop კომპიუტერის ჰიბრიდის შექმნაში მისი საშუალებით შეგიძლიათ ითამაშოთ კლავიატურა და მაუსით როცა მობილური Dock ში დევს. მას აქვს HDMI, DisplayPort, LAN SD Slot პორტი და ასე შემდეგ სპოილერში იხილეთ სრულად. პირდაპირ ჩამოვწერ დოკის მონაცემებს : Mobile Desktop Dock მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. Mobile Desktop Dock სურათებისთვის გახსენით სპოილერი. TwinView Dock: რაზეც უკვე სიტყვები ზედმეტია ამ დოკში ინტეგრირებულია მეორე ეკრანი მათთვის ვისაც მოსწონს თამაშების LIVE ში გაშვება twitch ზე ან სხვა Stream სერვერებზე მათთვის იდეალური კომფორტია. შეგიძლიათ თამაშის დროს თან twitch ზე იჩათაოდ და ასე შემდეგ. ასევე მას აქვს უკანა მხრიდან მარცხნენა და მარჯვენა მხარეს კნოპკები როგორც ჯოისტიკს. TwinView Dock ში მოთავსებულია 6000mAh იანი ელემენტი რომელიც ალბათ მეორე Screen ის გამოყენებისას აუცილებელიც კი იყო რათა უფრო ხანგრძლივი და სასიამოვნო იყოს თამაში TwinView Dock თან ერთად. TwinView Dock - ს აქვს 3.5მმ ყურსასმენების ჯეკი ასევე მას აქვს ახალი Type-C პორტი დასამუხტად და SD slot მეტი მეხსიერებისთვის. ასევე გათვალისწინებულია ის რომ თუ თქვენ TwinView Dock ში მოათავსებთ მობილურს დოკი თავისი 6000mAh იანი ელემენტით ტენის მობილურის 4000mAh ელემენტს. TwinView Dock მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. TwinView Dock სურათებისთვის გახსენით სპოილერი. Gamevice Controller & WiGig Dock ანალოგ ჯოისტიკი Gamepad ი რომლის საშუალებითაც თქვენ გექნებათ სრულფასონავი Gamepad ი თქვენს მობილურზე. ასევე მას მოყვენა WiGig Dock რომელიც უკავშირდება TV - ს და თქვენ გექნებათ საშუალება ითამაშოთ მობილურიდან ტელევიზორზე Wireless ის საშუალებით. Gamevice Controller მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. WiGig Dock მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. Gamevice Controller & WiGig Dock სურათებისთვის გახსენით სპოილერი. მობილურის და აქსესუარების რეალურ სურათებსაც შემოგთავაზებთ: მობილურის რეალური სურათები აქსესუარების რეალური სურათები: AeroActive Cooler Gamevice Controller Mobile Desktop Dock TwinView Dock ბოლოს კი ვიდეო მიმოხილვა ... იმედი მაქვს თქვენც მოხიბლული დარჩით ამ სმარტფონით. მადლობა ყურადღებისთვის. თემის სხვა პორტალზე დაკოპირების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო : Overclockers.ge თემის ავტორი @zaqrinio
  2. SIM Dashboard - ეს აპლიკაცია გაძლევთ შესაძლებლობას დაამატოთ სხვადასხვა სახის მაჩვენებელი თქვენ საყვარელ PC, PS4 & XBOX სარბოლო სიმულატორებში. შეარჩიეთ 200-ზე მეტი კონფიგურირებადი ვიჯეტი და შექმენით ინდივიდუალური მაჩვენებელთა დაფა. სიჩქარის და ძრავის ბრუნის მაჩვენებელი, საჭის ცენტრალური დისპლეი ან დროის მაჩვენებელი. მარტივად, რომ ვთქვათ ამ აპლიკაციის დახმარებით ყველაფერი შესაძლებელია და ცვლილებები მხოლოდ თქვენს პირად ნება სურვილზეა დამოკიდებული. ოფიციალური ვებ-გვერდი: SIM Dashboard SIM Dashboard: Google Play (ამჟამინდელი ვერსია: 2.8.7.0) რა არის ახალი: ღილაკიანი ყუთების (Button Boxes) შექმნა თქვენი პერსონალური კომპიუტერის (PC) ყველა თამაშისთვის და აპლიკაციისთვის, მათზე სხვადასხვა სახელის მინიჭების შესაძლებლობით ღილაკიან ყუთზე ღილაკის აწევის და მიჭერის მხარდაჭერა (Push and Hold) პარამეტრების განსაზღვრა თუ როგორ უნდა შემცირდეს დიზაინი იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული დიზაინის ეკრანის ფორმატი (Aspect Ratio) განსხავდება არსებული გამოსახულებისგან - ფორმატის შეცდომის დაფიქსირება და გაუმჯობესება (ratioBugfixes and Improvements) თუ თქვენ თამაშობთ პერსონალურ კომპიუტერზე (PC): დარწმუნდით, რომ განაახლეთ SIM Dashboard-ის პერსონალური კომპიუტერის (PC) აპლიკაცია ახალი ვერსიით PC აპლიკაცია თუ თქვენ თამაშობთ პერსონალურ კომპიუტერზე (PC), მაშინ საჭიროა დამატებით პატარა აპლიკაციის გამოყენება, რადგან მოხდეს პროგრამასთან დაკავშირება (კონსოლებისთვის - PS4 & Xbox ამ აპლიკაციის გამოყენება არ არის საჭირო !). გადმოსაწერი ბმული: Download PC application (ამჟამინდელი ვერსია: 2.8.1.0) დახმარება: For PC Gamers: Installation of the pc application SIM Dashboard-ის მახასიათებლები: Android-ის უფასო ვერსიის (Free Version) მახასიათებლები: 200-ზე მეტი კონფიგურირებადი ვიჯეტი (გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა თამაში მხარს უჭერს განსხვავებულ რაოდენობის ვიჯეტს) კავაშირის და კონფიგურირების ასისტენტი წინასწარ განსაზღვრული გვერდის თარგები (page templates) თამაშების ავტო კონფიგურაცია ავტომატური აღმოჩენა (Auto-discover) ხელმისაწვდომია პერსონალურ ვერსიაზე (PC) აქვს PC, PS4 და Xbox One მხარდაჭერა შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი შექმნილი დიზაინი ფართო საზოგადოებას ავტომატური გადართვა თამაშის გაშვებისას ერთეულის (units) შეცვლა ღილაკის ყუთი, გამოიყენეთ ვირტუალური ღილაკები თქვენ სმარტფონზე HUD Mode (Mirror the Display) Android Pro ვერსიის შესაძლებლობები: გათავისუფლებულია რეკლამებისგან შესაძლებელია ერთზე მეტი გვერდის დამატება თითო თამაშისთვის შესაძლებელია თითო გვერდზე სამზე მეტი ვიჯეტის დამატება საჭის ღილაკების გამოყენებით გვერდის შეცვლა (გვერდიდან გვერდზე გადასვლა) - (ხელმისაწვდომია მხოლოდ PC და PS4/XBOX: F1 2018, Project Cars) Demo შეიძინეთ Full PRO განახლება ერთხელ და ისარგებლეთ აპლიკაციით და ახალი თამაშების მხარდაჭერით მომავალში, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე სურათები: ვიდეოები:
  3. დღესდღეობით მობილური ოპერაციულ სისტემის ბაზარზე დომინირებს კომპანიაGoogle-ს გახსნილი OS Android რომელიც კონკურენციას უწევს iOS, BlackBerry, Windows Phone და სხვებს, მალე ასევე მათ რიცხვს შეემატება Mozilla Firefox და olla Sailfish. Ubuntu ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღია კოდის მქონდე ოპერაციული სისტემაა Linux-ის ბაზაზე რომელიც მზად არის ძალები მობილურ ბაზარზეც მოსინჯოს. დეველოპმერებს გაუმართლათ იმაში რომ სმარტფონი Ubuntu-ს ბაზაზე იყენებს იგივე დრაივერებს რასაც ანდროიდზე მომუშავე აპარატები იყენებენ. როგროც Canonical აცხადებს პლატფორმა კარგად იმუშავებს სუსტ აპარატებზეც კი. უბუნტუ თავს არიდებს Java-ს და ამჯობინებს HTML 5-სა და საკუთარ კოდს. ძირითად ფსონს როგროც ბევრი ახლანდელი კომპანია აკეთებს HTML5-აპლიკაციებზე რომელიც ძალიან ადვილად პორტირდება სხვა პლატფორმებიდან. Ubuntu C/C++-ს დეველოპერებს სთავაზობს OpenGL-ის სრულფასოვნად გამოყენების საშუალებას. ოპერაციული სისტემის ინტერფეისში აქტიურად იქნება გამოყენებული ჟესტების გამოყენების საშაულება ოთხივე კუთხეში, დასაწყისისთვის OS-ს ექნება ხუთი ინტეგრირებული აპლიკაცია:Facebook, Google Maps, Gmail და Spotify. მწარმოებლის განცხადებით პირველ ეტაპზე ყველაზე რთული იქნება დაარწმუნოს მომხმარებელი რო გადმოვიდეს ახალ ოპერაციულ სისტემაზე რომელიც უფრო განვითარებულია(როგროცც ამბობენ) ვიდრე Android, iOS და Windows Phone. იანვრის შუა რიცხვებში გამოჩნდება უბუნტუს ბეტა ვერსია რომელიც ხელმისაწვდომი იქნება Nexus აპარატებისათვსი-მსურველებს შეეძლებათ თვითონ დააყენენონ OS(როგორც ჩანს ბეტა ვერსია მოითხოვს რისკ), შედმეგ კი შესაძლებელი იქნება მისი დაყენება სხვა აპარატებზეც. მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები: ერთბირთვიანი 1გჰზ სიხშირის პროცესორი Cortex A9; 512Mb ოეპრატიული მეხსიერება; 4-8Gb ფლეშ მეხსიერება; მულტისენსორული დისპლეი; ასევე უფრო ძლიერ მოწყობილობებს რომლებსაც ეს OS ეყენება შესაძლებლობა ექნებატ შეუერთო საკუთარ PC-ების მონიტორებს და გაუშვან სისტემა, ესეთ მოწყობილობის მინიმალური სისტემური მოთხოვნილებებია: 4 ბირთვიანი პროცესორი Cortex A9 ან Intel Atom; 1GB-ზე მეტი ოპერატიული მეხსიერება; 32GB ფლეშ მეხსიერება+Micro SD კარტის მხადაჭერა; ულტისენსორული დისპლეი; პირველი სმარტფონები რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან UBUNTU OS-ით 2014 წელს გამოვა, საიტის ცნობით ოპერაციული სისტემა გამოსასვლელად მზად იქნება 2013 წლის მე-4 კვარტლისთვის. ესეც Ubuntu OS-ის დემონსტირირება Galaxy Nexus-ზე ესეც ოფიციალური საიტი საიდანაც მიიღებთ ინფორმაციებს
  4. გამარჯობა. არ ვაპირებდეი ამ საკითხზე თემის გახსნას, მაგრამ არ მინდა რამე შემეშალოს, + შეიძლება ვინმემ გამოიყენოს თემის შინაარსი და ჩემს მიერ დასმული კითხვები. მაქვს Google nexus s 4g. ანდროიდის ვერსია არის 4.0.3 და მინდა გადავიყვანო 4.4 ზე. თუ არ დაგეზარებათ ვინც ჩახედულია ამ საკითხში მასწავლეთ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ გადავაყენო სისტემა. P.S Shopen შენი იმედი მაქვს
  5. კომპანია Nokia-მ წარადგინა ახალი სმარტფონი Lumia 525 რომელიც პოპულარული სმარტფონის Lumia 520-ს მემკვიდრეა. როგორც მისი წინამორბედი, ახალი სმარტფონი აღჭურვილია 4-დუიმიანი სენსორული ეკრანით რომლის რეზოლუციაც შეადგენს 480x800 პიქსელს, ორბირთვიანი Qualcomm Snapdragon S4 პროცესორით რომლის სიხშირეც შეადგენს 1 GHz-ს, 5 მეგაპიქსელიანი კამერა და 8 GB ინტეგრირებული ფლეშ მეხსიერება რომელის ზომაც შესაძლოა გაიზარდოს microSD ბარათის მეშვეობით. წინამორბედთან განსხვავებით ოპერატიული მეხსიერება გაორმაგებულია და შეადგენს 1 GB-ს Lumia 525 სმარტფონს ასევე გააჩნია Wi-Fi (IEEE 802.11 b / g / n) და Bluetooth 4.0, ნავიგაციის სისტემა GPS / GLONASS, სტანდარტული 3.5 მმ-იანი აუდიო ჯეკი, microUSB პორტი. 1430 mAh ტევადობის ბატარეა, და იგი თავსებადია შემდეგ მობილურ ქსელებთან WCDMA 900/2100 MHz and GSM 850/900/1800/1900 MHz. ახალი სმარტფონი მუშაობს Windows Phone 8 ოპერაციულ სისტემაზე და მასზე დაყენებულია Nokia-ს ტრადიციული აპლიკაციები, Lumia 525-ის გაყიდვები დაიწყება დეკემბერში და მისი სავარაუდო ფასი შეადგენს 180 დოლარს
  6. ვყიდი Google Nexus S ეკრანს. ეკრანი არის ძალიან კარგ მდგომარეობაში. მოვაყოლებ ელემენტს, USBს, ჩასადებს და "უკანა თავსახურს". ან ვიყიდი იგივე მოდელის დედაპლატას.
  7. ძალიან გთხოვთ ყველას დამეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში. მოკლედ მინდა გადავიდე Symbian_დან ან Android ან iOS მაგრამ ვერაფერი შევარჩიე საბოლოოდ რამოდენიმე ვარიანტი მაქვს და იქნებ შემარჩევინოთ ან თქვენ მირჩიოთ. მოკლედ რაც მთავარია მინდა კომპაქტური საშვალო ზომების დიდი არ მინდა, ბატარეა 1 დღე მაინც რო გამიძლოს, ეკრანიც რო ნორმალური ქონდეს და რაც მთავარია რო რამე მოუვიდეს უცხოეთიდან რო არ დამჭირდეს ნაწილების გამოწერა და თვეობით ლოდინი. 1) Samsung Galaxy S4 Mini 2) HTC One Mini 3) Sony Xperia ZR 4) iPhone 5
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.