Samsung - ის მაგალითზე. DNS -ში ხელით გაწერა, AdGuard -ის მისამართით. ამ გაიდით ტელევიზორის ბრაუზერში, ფილმის ყურების წინ, და შუაში გაუთავებელი რეკლამები დაიბლოკება. hdrezka.sh -ზე და filmix.zone -ზე ვუყურებ ძირითადად ფილმებს. ფილმის დაწყების წინ 2 რეკლამა და 20 წუთის შემდეგ ისევ 2 რეკლამა ჯოჯოხეთი იყო )) სამწუხაროდ არ მუშაობს ქართულ საიტებზე (აჭარა_ნეტზე შევამოწმე მარტო) ალბათ AdGuard -ი არ იწუხებს თავს. თუმცა სხვა პოპულარულ რესურსებზე პრობლემა არ უნდა იყოს.
შედიხართ TV სეტინგებში/ნეტში/ნეტის მდგომარეობა/IP კონფიგურაცია/DNS კონფიგურაცია/ და ხელით უწერთ 176.103.130.130 ამახსოვრებთ. ასევე არის მე-2 ვარიანტიც, რომელიც ბლოკავს ბავშვებისთვის აკრძალულ კონტენტს 176.103.130.132
სხვა ტელევიზორებზეც ინტუიტურად მისახვედრი უნდა იყოს.
*თუ კი რაიმე ისე არ წავიდა, ან არ შედის ინტერნეტში, გაყევით თავიდან სეტინგებს DNS კონფიგურაციამდე, და დააყენეთ ავტომატურზე.