Search the Community
Showing results for tags 'sc17'.
-
ჰელოუ გაიზ, მოკლედ ამ მუსიკის გადამკიდე და რეპეტიციების, ვერ ვახერხებ ხშირად თემების გახსნას და აქტიურობას, მაგრამ მოვკარი თვალი ევგას ოფიციალურ საიტზე რომ ლეპტოპი გამოსულა ზე მაზაფაქა მონაცემების და გადავწყვიტე თემა გამეხსნა... მოკლედ დავიწყოთ... EVGA არის ბრენდირ ომელიც ყველასთვის ცნობილია როგორც კომპიუტერის მაკოპლექტებელი ნაწილების და პერიფერიის მწარმოებელი ბრენდი, მაგრამ მან გადაწყვიტა გაეკეთებინათ საოცარი მონაცემების გეიმინგ ლეპტოპი რომელსაც ექნებოდა 4K UHD დისფლეი და ისეთი მონაცემების ნაწილები რომლებიც დისკომფორტის შექმნის გარეშე თავს გაართმევდა გეიმინგს ამ გაფართოებას, (რამდენად გაართმევს თავს ეგ უკვე სხვა თემაა)... დავიწყოთ იმით რომ ლეპტოპი არის გეიმინგ ლეპტოპებისგან განსხვავებით ძალიან თხელი და მსუბუქი რაც ერთგვარი პლიუსია და კომფორტი გადაადგილების დროს... ამ ნოუთბუქის მოდელი შემდეგნაირია: EVGA SC17... როგორც ხედავთ ლეპტოპი ძალიან სექსუალურად გამოიყურება... გადავიდეთ მის მონაცემებზე: აღნიშნულ გეიმინგ ნოუთბუქს უყენია, უახლესი მეექვსე თაობის i7-ს პროცესორი... i7 6820HK რომელიც გახსნილი მამრავლით არის და თავისუფლად შეგიძლიათ დააოვერქლოქინგოთ... ოპერატიული მეხსიერებას რაც შეეხება, მას უყენია DDR 4 ტიპის G.skill-ს ბრენდის 2666Mhz-იანი 2 ცალი 16Gb-იანი კიტი, ანუ ჯამში 32Gb-ს შეადგენს ოპერატიული მეხსიერება, (ლოლ ნეტა ვის რა ჯანდაბად უნდა გეიმინგისთვის 32Gb-ი, მაგრამ მაინც იყოს მეტი ვიდრე დაგვაკლდესო,) ალბათ ეს გათვლა გააკეთეს ჰაჰ... რაც შეეხება ვიდეო ამაჩქარებელს, მას უყენია GTX 980M-ი GDDR5 ტიპის მეხსიერებით... რაც შეეხება დისფლეის, მას უყენია 17.3-ინჩიანი UHD გაფართოების მქონე ეკრანი, რაც შეეხება Bluetooth-ს მას აქვს 4.2 ვერსიის ბლუთუზი... EVGA SC17 აღჭურვილია რეალტეკის ხმის ბარათით (Realtek ALC 255), ჩაშენებული საბვუფერით, რომელსაც აქვს 3.5მმ-იანი ჯეკი ყურსასმენებისთვის... ლეპტოპს ასევე აქვს 1080P გადაღების მქონე კამერა და 2 ცალი USB 3.0 კონექტორი და 1-ც USB 3.1-ი... რაც შეეხება ლეპტოპის მეხსიერებას, მას უყენია 256GB-იანი M.2 PCI-e SSD და 1TB-იანი 7200rpm ბრუნის მქონე მყარი დისკი... ამ ყველაფერთან ერთად ლეპტოპის ზომა შეადგენს 3.94KG-ს მხოლოდ რაც გეიმინგ ლეპტოპისთვის არც ისეთი დიდი წონაა... EVGA SC17-ს ასევე გააჩნია superclock რეჟიმი, რომლის საშუალებითაც უკეთეს პერფორმანსს მიიღებთ ბენჩმარკების დროს... კიდევ ერთი პლიუსი, ამ ლეპტოპის ბიოსი სრულად განბლოკილია და შეგიძლიათ წაეთამაშოთ ყველანაირ პარამეტრებს, როგორც ოპერატიულს, ასევე პროცესორს... გავეცნოთ ვიდეოში უფრო დაწვრილებით ლეპტოპის ბიოსს: ეს ყველაფერი კარგია და გვიხარია, უჰუუ რა მაგარი ლეპტოპია, მაგრამ ეს სიხარული მალევე დასრულდება როდესაც მის ფასს გაიგებთ... მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს სულ რაღაც 2699$-ს... ვიცი ძვირია, ძალიან ძვირია, უძვირესია, მაგრამ ნუ მაკიში იგივეს გადახდას ხომ მაინც ჯობს ამ ლეპტოპში გადაიხადოთ თანხა, იმას მაინც იტყვით 32Gb-ი ოპერატიული და მეექვსე თაობის i7-ს პროცესორი ამქვსო, პლიუს ამ ყველაფერთან GTX980მ-იცო, მოკლედ სულ ეს იყო, მადლობთ ყურადღებისთვის, თქვენთვის გაისარჯა NvidiaFan იგივე ვანო... Good luck...