Search the Community
Showing results for tags 'r&s'.
-
არც თუ ისე მტანჯველი 1 წლის შემდეგ მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება cisco_ს და ზოგადად ქსელების სამყაროს შესახებ. ამ ეტაპზე განვიხილავ ზოგადად cisco-ს (არა მის წარმომავლობას და ისტორიას, არამედ რა ხდება და რას აკეთებს) ჩემი აზრით ვინც ამ თემის წაკითხვას დაიწყებს უკვე ეცოდინება რა არის ciscoდა რას საქმიანობს. IT Essential როცა დავამთავრე მეგონა ყველაფერი ვიცოდი CISCO, ქსელურ და სისტემურ ადმინისტრირებაზე. ლექტორისგან ვიცოდი რომ არსეობდა CISCO_ს აკადემია ITVET_ში რეალურად კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოვხვდი EMIS_ში. (აკადემიებზე შემდეგ ვისაუბრებ) როცა დავიწყე სწავლა მეგონა არსებობდა მხოლოდ ერთი მიმართულება რომელსაც ქონდა 3 ეტაპი მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. cisco_ს სერტიფიცირებაში არსებობს 3 საფეხური (ზოგი მიიჩნევს რომ 4ია მაგრამ ეგ მათი პრობლემაა და არა ჩვენი) CCNA (Cisco Certified Network Associate) CCNP (Cisco Certified Network Professional) CCIE (Cisco Certified Internetwork Expert) CCAr (Comprehensive Capital Analysis and Review) და ასევე ე.წ მეოთხე საფეხური "არქიტექტი" ტიპი რომელიც აპროექტებს ქსელს. არქიტექტორი,დიზაინერი. cisco_ს აქვს დაახლოებით 8 მიმართულება მაგრამ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია და თითოეულ მიმართულებში არის სწორეს ის სამი ეტაპი რაც ზემოთაა ნახსენები Routing and Switching Security Data Center Wireless ყველაფერი იწყება Routing and Switching_ით რომლის პირველი საფეხურია R&S CCNA. კურსი იყოფა 4 მოდულად თითოეული მოდულის საშუალო ხანგრძლივობა 2 თვეა. Module 1. განიხილება ქსელური მოწყობილობები პროტოკოლები OSI მოდელი (რომელსაც თითქმის მთელი მოდული ეთმობა) IP დამისამართება ( IP v4, IP v6) Subnetting,WLSM (რასაც აუცილებელია თუ რაიმეს სწავლა რეალურად გინდათ) Module 2 cisco_ს სვიჩების და როუტერების ძირითადი კონფიგურაციები Vlanების და Inter Vlanების კონფიგურაცია განხილულია სტატიკური და დინამუკური მარშუტიზაცია და ძირითადი კონფიგურაციები განხილულია ნატირების ძველი და ახალი მეთოდები. Module 3 cisco_ს ოპერაციული სისტემის მართვა ლიცენზიების დაყენება ოპერაციული სისტემის განახლება მესამე დონის სვიჩების კონფიგურაცია Wireless ზოგადი მიმოხილვა. დინამიკური და სტატიკური მარშუტიზაციის პროტოკოლების TSHOOT Module 4 აქ განხილულია WAN კავშირის ტიპები VPN ის ძირითადი კონფიგურაციები ქსელის მონიტორინგის საშუალებები. CCNA R&S გამოცდაზე გასვლის ღირებულებაა 295$ არ გეჩვენებათ გამოცდა არის 90 წუთიანი მაქსიმალური ქულა 1000 გამსვლელი ქულა 825 გამოცდა შედგება 4-5 სიმულატორისგან და დაახლოებით 40 კითხვისგან რომელიც არამარტო კონკრეტულად ცოდნას მოითხოვს არამედ უნარებსაც. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სერთიფიკატი გადმოგეცემათ PDF ფორმატში ან გამოგიგზავნიან თქვენ მისამართზე სრულიად უფასოდ. სერტიფიკატის ვადა 3 წელია და ამ სამი წლის განმავლობაში უნდა აიმაღლოთ სტატუსი ან ჩააბაროთ იგივე დონის გამოცდა თორემ სტატუსი შეგიჩერდებათ. რატომ არის CCNA გამოცდაზე გასვლა აუცილებელი ? იმიტომ რომ თუ თქვენი ცოდნა CCNPს შესაბამისია და დარეგისტრირდებით CCNP გამოცდაზე და წარმატებით ჩააბარებთ გამოცდას CISCO სერთიფიკატს არ გამოგიგზავნით და არ გაღიარებთ CCNPით იმიტომ რომ თქვენ არ გექნებათ ჩაბარებული CCNA გამოცდა. რაც შეეხება CCIE (ექსპერტის გამოცდას) ამ გამოცდაზე გასვლისთვის არ გჭირდებათ არანაირი CCNA CCNP სერტიფიკატი. (მაგრამ ამისთვის მინიმუმ 4-5 წელი მაინც არის საჭირო პლიუს გამოცდილებ რეალურ აპარატურასთან მუშაობა... თეორიით ექსპერტი ვერ გახდებით ასერომ ან ეტაპების გავლა ყველა ვარიანტში მოგიწევთ) სტატია განახლდება პერიოდულად და დაემატება ბევრი საჭირო ინფორმაცია.