Search the Community
Showing results for tags 'project discovery'.
-
ვებ სივრცეში გაჟონა პერსპექტიული პლანშეტური კომპიუტერის სურათებმა რომლის კოდური სახელი Project Discovery გახლავთ, ამ "ახალ სიტყვას" პლანშეტურ სამყაროში წარმოგვიდგენს კომპანია AMD, მისი სრულფასოვანი პრეზენტაცია შედგება 2014 წლის 7-10 იანვრამდე CES 2014-ის გამოფენაზე. დეველოპერები აღნიშნავენ რომ ეს პლანშეტი იმუშავებს Windows 8-სისტემაზე და გვპირდებიან რომ პროექტი დაჯილდოვდება ინოვაციური დიზაინისა და გამორჩეული ინჟინერული სამუშაოსათვის. ამ დროისთვის ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია ამ პლანშეტის დეტალების შესახებ, მაგრამ ვიზალური კუთხიდან გამომდინარე Project Discovery იქნება Gaming პლანშეტი რომელსაც გააჩნია დამატებითი პერიფერიული გაჯეტები: ვიდეო თამაშებისთვის განკუთვნილი კონტროლერი და docking-station-ი. კომპანია AMD-ის წარმომადგენლები არ აკეთებენ სრულფასოვან კომენტარს ამ პროექტზე ისინი უბრალოდ აცხადებენ რომ მათი კომპანიის მიზანია ანახოს მსოფლიოს თუ რა სასწაულების მოხდენა შეუძლიო მათ ახალ პროცესორს APU Mullins-ს რომელსაც გამოიყენებს ზემოთხსენებული პლანშეტი. და მართლაც - Win 8-ს ოპერაციული სისტემის მქონე. აწყობილი პასიურად გამაგრილებელ ჩიპზე AMD Mullins - 86x იანი არქიტექტურით. Project Discovery ნამდვილად იმედისმომცემად გამოიყურება. როგორც აქამდე ვახსენეთ პლანშეტური კომპიუტერი უერთდება dock-stations ფირმული DockPort-ის საშუალებით რის შემდეგაც თქვენ შეძლებთ შეუერთოთ მას USB 3.0 და DisplayPort 1.2 აქედან გამომდინარე AMD-ს პლანშეტი თავისუფლად დაუკავშირდება სხვა და სხვა მონიტორებსა თუ პერიფერიულ ტექნიკას. ამის გარდა DockPort-ი საშუალებას გვაძლევს შევუერთოთ პლანშეტს უნიკალური კონტროლერი, რომელიც გადააქცევს Project Discovery-ს პორტატიულ სათამაშო კონსოლად. შეგახსენებთ, რომ პერსპექტიული პროცესორი Mullins-ი წარმოადგენს ულტრა-თანამედროვე ენერგოეფექტურ სისტემას ჩიპზე ტიპიური 2ვატიანი ენერგომოხმარებით. პროცესორი შედგება 2 ან 4 - PUMA ბირთვისგან, ხოლო მისი გრაფიკული ნაწილი წარმოდგენილია ჩაშენებული ვიდეო ამაჩქარებლით რომელიც აწყობილია GCN არქიტექტურაზე. ასევე, ეს ჩიპი იყენებს უსაფრთხოების ფუნქციებს რომელიც დატვირთულია Cortex A5 ბირთვით. Mullins-ის წარმოება მოხდება 28 ნანომეტრიან ტექ-პროცესორზე, ხოლო ამ მიკროსქემის ანონსი შედგება მომავალი წლის პირველ თვეში. Project Discovery-ზე მეტი დეტალების გასარკვევად ჩვენ მოგვიწევს მომავალი წლის პირველ კვარტლამდე მოცდა. ჩემი აზრით საინტერესო პროექტია. ისე სათამაშოდ არ უნდა იყოს მგონი მოსახერხებელი ამხელა პლანშეტის ხელში დაჭერა პლუს თამაში და კონტროლერის ხმარება ცოტა ძნელია