Search the Community
Showing results for tags 'p70'.
-
კომპანია Lenovo-მ ორი ახალი ნოუთბუქი, P50 და P70 დააანონსა სერიიდან ThinkPad. ორივე მოდელში გამოყენებული იქნება პროცესორი Xeon E3-1500M v5-ი Intel Skylake-ს 14 nm მიკროარქიტექტურის ბაზაზე. Lenovo-მ მოდელი P70 წარადგინა, როგორც მობილური სამაგიდო სადგური სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის. მოწყობილობას აქვს 17 დუიმიანი UHD 4K ეკრანი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გბ-ს შეადგენს, მყარი დისკისა კი - 2 ტერაბაიტს. მოწყობილობას DVD-RW გააჩნია. ჩინური კომპანიის შეფასებით, მოდელი P50 ყველაზე თხელი და მსუბუქია მის სამუშაო მობილურ სადგურებს შორის. მოწყობილობა აღჭურვილია 15.6 დუიმიანი UHD 4K ეკრანით და სერთიფიცირებულია მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარულ ISV (Independent Software Vendor, პროგრამული უზრუნველყოფის დამოუკიდებელი ვენდორი) აპლიკაციებთან სამუშაოდ. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გბ-ს შეადგენს, მყარი დისკისა კი - 1 ტერაბაიტს. P50-სა და P70-ს გააჩნიათ: Intel Thunderbolt 3-ის მისაერთებელი (P50-ს ერთი და P70-ს - ორი), პორტი Mini DisplayPort, HDMI, Ethernet, 4 პორტი USB 3.0, კონექტორი დოკ სადგურისთვის, მიკროფონისა და ყურსასმენის მისაერთებელი, ასევე სლოტები Smart Card და ExpressCard. მოდელებს აქვთ ადაპტერები უსადენო ქსელებისთვის Bluetooth 4.1, Wi-Fi 802.11ac, ქარდრიდერი 4-in-1. P50 და P70 აღჭურვილნი არიან პროფესიონალური ვიდეობარათებით NVIDIA Quadro და აქვთ X-Rite Pantone-ს მხარდაჭერა. Lenovo ThinkPad-ის ახალი მობილური სამუშაო სადგურები 2015 წლის მე-4 კვარტლიდან იქნება ხელმისაწვდომი. P50-ს ფასი 1599, P70-ის კი 1999 დოლარიდან იწყება.