გამარჯობა ფორუმელებო Intel® Core™ i5-4590 Processor(6M Cache, up to 3.70 GHz) - ამ პროცესორთან დაკავშირებით მაინტერესებს ერთი დეტალი. სპეციფიკაციაში, რომელი ოპერატიულ მეხსიერებას ეხება ოფიციალურ Intel-ის ვებ-გვერდზე წერია შემდეგი რამ: Memory Types-თან დაკავშირებით მაქვს კითხვა. მოცემული სპეციფიკაციიდან გამომდინარე ამ პროცესორს მხოლოდ DDR3 1333MHz და 1600MHz სიხშირის ოპერატიული მეხსიერება შეესაბამება. დედადაფების უმრავლესობას ბევრად უფრო მაღალი სიხშირის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა აქვს. მაგალითისთვის, MSI Z87-G43 დედადაფას DDR3 1066/1333/1600/1866*/2000*/2133*/2200*/2400*/2600*/2666*/2800*/3000*(*OC) MHz ოპერატიული მეხსიერებების მხარდაჭერა აქვს. რამდენად დასაშვებია და რეკომენდირებულია მოცემული პროცესორის და დედადაფის კომბიანციაზე 1600MHz მეტი სიხშირის ოპერატიული მეხსიერების ჩასმა. რამდენად შეძლებს პროცესორი უფრო მაღალი სიხშრის ოპერატიული მეხსიერების აღქმას და სრულად გამოყენებას ამ ოპერატიული მეხსიერების. არვიცი სწორად თუ არა ვსვამ კითხვას, მაგრამ იმედი მაქვს ხვდებით რისი გარკვევაც მსურს.