Search the Community
Showing results for tags 'kit kat'.
-
როგორც ჩვენთვის ცნობილია Google-მ წარადგინა Nexus-ის ხაზის კიდევ ერთი სმარტფონი Nexus 5 და Android-ის ახალი ვერსია 4.4(კოდური სახელწოდებით KitKat), სისმტეასთან ერთად ასევე განახლდა Google Play სერვისი 4,0 ვერსიამდე რომელიც ხელმისაწვდომია უკვე Android 2.3-ის ზემოთ(Froyo-ს მხარდაჭერა არ აქვს). ძირითადი ცვლილებები დაფუძნებულია სისტემის ოპტიმიზაციაზე, ასევე დევაისებზე რომლებთაც აქვთ 512MB ოპერატიული მეხსიერება, ზოგად ასევე ძირითადი ცვლილებებ შეეხო App დეველოპერებს მაგრამ ასევე ჩვეულებრივი იუზერიც ადვილად შეამჩნევენ ახალ ფუნქციებს. სიის სახით ჩამოვწერ ძირითადად ცვლილებებს: ტელეფონი Android 4.4-თან ერთად იქნება მუდამ "სმენის" რეჟიმში, ანუ საკმარისია თქვა "OK Google" და ტელეფონი მაშინვე დაიწყებს თქვენი ბრძანებების მოსმენას მაშინაც კი თუ ის იმყოფება ბლოკირებულ რეჟიმში. შესაძლებელია lock screen გამოიყენო მუსიკის მოსმენისას ან Chromecast-ის გამოყენებისას ტელევიზორის სამართავად. სტატუს-ბარი და ქვედა კნოპკები შესაძლებელია წაშალო/გააქრო ან swipe გაუკეთო(შესაძლებელი ფუნქციის გამორთვა). შემოსული ზარები სხვანაერად ჯგუფდება, კერძოდ: პირველად არის ის ვისთანაც ყველაზე დიდხანს საუბრობ, თუკი ზარი შემოვა უცხო ნომრიდან Google Maps-ის მეშვეობით შეეცდება დაადგინოს ადგილმდებარეობა(თუკი ეკუთვნის რომელიმე კომპანიას). აპლიკაცია Hangouts-ს დაემატა SMS შეტყობინების მხარდაჭერა. Emojis(სმაილები) ეხლა უკვე ხელმისაწვდომია სტანდარტული კლავიატურისთვისაც. შესაძლებელია ამოსაბეჭდი დოკუმენტის პირდაპირ გაგზავნა ღრუბლოვან სისტემაში. აპლიკაცია QuickOffice-მა მიიღო ახალი დიზაინი. განახლდა სამუშაო მაგიდისა და აპლიკაციების მენიუს დიზაინი. წარმადობის ბენჩამრკი: NFC-ს შეეძინა ახალი შესაძებლობა: ფიზიკური ბარათების ემულაცია. დაემატა ადგილმდებარეობის აღმოჩენის და ნაბიჯების დათვლის მხარდაჭერა. დაემატა გადასვლების ახალი ანიმაციები. დაემატა ახალი სამომხმარებლო სისტემის ინტერფეისი. Chromium WebView ეხლა უკვე მუშაობს Chromium HTML5-ზე. გამოჩნდა ახალი შესაძლებლობა სტრიმინგის(ნაკადით) HTTP-ს. გაუმჯობესდა Audio სისტემა ენერგიის დაზოგვისთვის, გაიზარდა ავტონომიური რეჟიმში ბატარეის ხანგრძლივობის დრო და შემცირდა პროცესორის დატვირთვა. პერფორმანსის გაზრდისთვის SurfaceFlinger OpenGL ES განახლდა 2,0 ვერსიამდე. დღესდღეობით Android 4.4 მხოლოდ Nexus 5-ზე არის , შემდეგი დევაისები რომლებიც მიიღებენ KitKat-ს უახლოეს მომავალში იქნებიან:Nexus 4, Nexus 7(2012 და 2013), Nexus 10, HTC One Google Play Edition და Galaxy S4 Google Play Edition.
- 26 replies
-
- 10