ჩინური გრაფიკული ბარათების მწარმოებელი კომპანია Colorful ენთუზიასტებისთვის ამზადებს ახალ ვიდეო ბარათს Geforce GTX 780 Ti პრემიუმ ვერსიას - iGame GTX 780 Ti Kudan. კომპანიის ინჟინრებმა დაუმონტაჟეს Nvidia GK110-425-B1 გრაფიკული ჩიპი სამსლოტიანი სისტემური გაგრილებით რომელშიც შედის ალუმინის რადიატორი ექვსი სპილენძის სითბური მილაკი, სამი ვენტილიატორი, წ ყ ლის ბლოკი შუქდიოდური განათებით, შესაძლებელია როგორც წ ყ ლის ბლოკით ასევე მის გარეშეც მუშაობა.
ვიდეო ბარათის სიხშირეებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის, ცნობილია რომ Colorful iGame GTX 780 Ti Kudan-ის არსენალში იქნება 2880 ნაკადიანი პროცესორი, 384-ბიტიანი 3Gb GDDR5 მეხსიერება.
კვებისთვის ექნება ორი PCI-E Power 8 კონექტორი
ინფორმაცია ფასზე და თარიღზე თუ როდის ჩაეშვება გაყიდვაში ჯერ-ჯერობით არ არის.