როგორც ვიცით სულ ცოტა ხნის წინ კომპანია Nvidia მ და მისმა პარტნიორმა კომპანიებმა წარმაოდგინეს ახალი GeForce GTX 760 სერიის ვიდეო ბარათი , მათ შორის არის კომპანია Inno3D ,რომელიც ბოლო ხანებში გამოირჩევა საკმაოდ კარგი , მძლავრი არასტანდარტული ვიდეო ბარათების წარმოებით , განსაკუთრებით აღსანიშნავია iChill Herculez სერია.
სწორედ ამ სერიის წარმოამდგენელია GTX 760 iChill HerculeZ 3000 , რომელსაც გააჩნია 7 ( 5+2 ) ფაზიანი ძაბვის კონტროლერი და იგი ენერგიას იღებს 2 ცალი 6 პინიანი კვების კონექტორიდან.
ამ ვიდეო ბარათის PCB ანალოგიურია ამავე ფირმის GTX 680 სერიის ვიდეო ბარათისა და შესაბამისად გაგრილების სისტემაც მსგავსია , რომელიც შედგება 80mm იანი 3 ცალი Fan ისგან და 5 ცალი შიდა სპილენძის მილაკისგან.
GeForce GTX 760 iChill HerculeZ 3000 ის პროცესორის სიხშირე 1016 MHz , ხოლო GPU Boost ით 1124 MHz. 2GB GDDR5 ტიპის მეხსიერების სიხშირე კი 6200 MHz ია.
ჩინეთის ბაზრის მიხედვით ვიდეო ბარათის ფასი 294 ამერიკული დოლარია !