სალამი მეგობრებო,
მოკლედ მეგობრის კაპტივეიტს აქვს ასეთი პრობლემა:
როცა ვიყიდეთ, ელემენტი ჯდებოდა ძალიან მალე და გამოვიწერე გალაქსი ს2_ს 1800 mah ბატარეა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, იტენებოდა, 2 დღემდე უძლებდა საშუალო მოხმარებით.
ეხლა კი კაბელის შეერთებისას, დატენვის ინდიკატორიც აჩვენებს, რომ იტენება, მაგრამ რეალურად არ იტენება, შეიძლება 2 საათი დატოვო დასატენად, მაგრამ 40_ზე გაჩერდეს და მორჩა, მერე უცებ ჩამოხტეს 15 პროცენტზე, მერე 60% აჩვენოს. მოკლედ ურევს მაგრად რა.
უსბ_ს შეერთებისას ჩანს ჩვეულებრივ, ფაილებიც კოპირდება უპრობლემოდ, ანუ უსბ წესრიგშია.
თუ გქონიათ მსგავსი შეხება და რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პ.ს. დღეს ჩემი დამტენით/უსბ_თი ვცადე, აბსოლუტურად იგივეს შვება.
ეხლა ჩემ კაპტივეიტში გადავდე ის ბატარეა, რომ ვნახო რას იზამს - გამორთულ რეჟიმში ვტენი, მგონი იტენება, არადა ბატარეის ბრალი მეგონა.