მოკლედ რა მოხდა, დავშალე სისტემა გავწმინდე თავიდან ბოლომდე, მერე ისევ ავაწყე ჩავსვი პროცესორი, დავადგი ქულერი (მაგრად დავამაგრე) ჩავრთე და პროცესორის ტემპერატურა 90 გრადუსია. ვერაფერს ვეღარ ვთამაშობ, საშინლად ჭედავს, არადა საერთოდ დაუტვირთავ რეჟიმში აქვს ამხელა ტემპერატურა. მართალია თერმოპასტა რაც ესვა ისევე დავტოვე მარა არა მგონია მაგის ბრალი იყოს, ჩართვისთანავე მაგხელა ტემპერატურა აქვს (afterburner-ში ვნახულობ). ყველაფერი ნორმალურია, ვიდეოკარტის ტემპერატურაც, ნაგრუზკაც, პროცესორის ნაგრუზკაც, მარტო ტემპერატურა ახურებს. ვაბშე ვეღარ ამუშავებს ვისეოკარტას. რა ჯანდაბის ბრალი იქნება ხომ არ იცით?