გაუმარჯოს ყველას!!!
ეხლა ავაწყე ჩემი მონსტრი, მონაცემები გვერდით . ძალიან მინდოდა ყველა ბენჩის და თამშის გატარება ჩემ სისტემაზე, მაგრამ სანამ მაქამდე მივიდოდე ერთი პრობლემა მაქვს. შორს რო არ წავიდე ახალ დაყენებულ ვინდოუსზე არც მეტი არც ნაკლები cs 1.6 თამაშისას შეშდებოდა (იფრიზებოდა), ამის შემდეგ DDU-თი წავშალე დრაივერი და დავაყენე ხელახლა მის მერე cs 1.6 ზე აღარ უქნია მაგრამ გუშინ იგივე დაემართა watch dogs-ში რა ჯანდაბა ვუშველო არ ვიცი, თქვენსავით გამოცდილი არ ვარ ბევრ რაღაცაში და დამეხმარეთ.გაითვალისწინეთ ისისც რომ მაქვს gigabyte gtx 970 g1 რომელიც პრობლემატური გამოდა, იგივე პრობლემა ქონდა PAZA-ს რომელმაც ჩემგან იყიდა ეს კარტა და საერთოდ დაერხა და ვეღარაფერი უშველა, კი შემიცვალა ამაზონმა მაგრამ როგორც გული მიგრძნობს იგივე ნაგავი გამომიგზავნა.