Search the Community
Showing results for tags 'gtx1080; 4790k; aorus extreeme; water cooling'.
-
მოგესალმებით ყველას, ჩემ კომპს 5 წელი შეუსრულდა, მეყენა 4790K + 780TI Zotac Amp Edition და Custom Water Loop. პროცესორი 5 წლის განმავლობაში სტანდარტულ 4.4 ბუსტზე იყო, იმიტომ რომ მისი რაზგონის აზრს ვერ ვხედავდი რადგან 780ტი არც თუ ისე ძლიერი კარტა იყო და შესაბამისად ტემპერატურები 45-50 გრადუს არ ცდებოდა, თან მქონდა მიმდევრობითი GPU - CPU - Radiator - Res - Pump დაერთება. 3 კვირის წინ ვიყიდე Gigabyte Aorus 1080 Extreeme და დავაყენე წყლის ბლოკი. შევცვალე დაერთება, ეხლა ის გახდა პარალელური რაც ზრდის Delta T და გაგრილება მინიმუმ 40%-ით ეფექტური უნდა იყოს. პროცესორი დავარაზგონე 4.7-ზე 1.285 ვოლტზე და გავუკეთე დელიდ Cool Laboratory Liquid Metal Extreeme edition-ით და ვიდეოს და პროცს ზემოდან აქვთ Arctic MX4 პასტა, სტაბილურად უჭირავს 2 საატიან burn ტესტში, მეტი არ გამიტესტია, 1.27-ზე დაიქრაშა. აქვს აზრი შემდგომ რაზგონს? 4.8-ზე 1.32 ვოლტზე ვცადე და ვერ აწია. დედაპლატა არის Asrock Z97 OC Formula. Aida64-ში სტაბილიტი ტესტს ვერ ვუშვებ ვიდეო კარტაზე და პროცესორზე ერთად, იჭედება კომპი. ვტოვებ მარტო პროცესორის ტესტს და ვიდეოკარტას Furmark-ით ვაწვალებ პარალელურად. მონიტორი მაქვს 240Hz FHD DELL Alienware, და შესაბამისად პროცესორის სიხშირე მნიშვნელოვანია, 240 კადრზე იტვირთება 75%-მდე, ღირს შემდგომი რაზგონი? ვიდეო კარტაზეც მჭირდება დახმარება 1000 სერიასთან პირველად მაქვს საქმე, 780ტი დაპრაშივკებული მქონდა 100 ჯერ, ზეპირად ვიცი ყველა ნიანსი რაზგონის. ამაზე 2000მჰზე სტაბილურია, 2050-ზე იქრეშება აორუს პროგრამით რაზგონის დროს. რას მირჩევთ? ბიოსი დავუფლეშო? რა სიხშირეების იმედი მქონდეს და ღირს საერთოდ? მადლობა წინასწარ