Search the Community
Showing results for tags 'gtx 1080'.
-
მოგესალმებით, ამ თემაში განვიხილავ ნვიდიას მორიგ მონსტრს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაანონსდა. მისი პერფომანსი ფასთან მიმართებაში ჩვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო რადგან საკმაოდ კარგი ნახტომი გამოვიდა წინა სერიასთან შედარებით. MSI ის ეს მოდელი როგორ მისი წინამორბედები ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტურია :)) ნვიდიას "გიჟი" პერსონალის დამსახურებით არ გვიწევს დიდხანს ლოდინი ბარათების გამოსვლაზე, ახლა გადავიდეთ უშუალოდ კარტის განხილვაზე. როგორც ვიცით ეს სერია დაფუძნებულია Pascal GP104 ზე. ეს კარტა 980 ის შემცვლელია და სხვაობაც საკმაოდ დიდია ძალებში. ამ მონსტრის სიხშირეები შემდეგნაირია 1848 MHz (boost) / 1709 (base) MHz 8192 MB GDDR5X Zero Frozr ტექნოლოგიის წყალობით ვიდეოკარტა არის მაქსიმალურად ჩუმი, 60 გრადუსის შემდეგ ირთვება ფანები თუმცა მაინც იდეალურად დაბალ ხმაურის დონეს ინარჩუნებს. ასევე აქვს LED განათებაც რომელიც კონტროლირდება MSI Gaming APP ის მეშვეობით. ბარათისთვის საჭიროა 180 ვატი, თუმცა მწარმოებელი გვაძლევს რეკომენდაციას რომ დამატებით გვქონდეს 10-15 ვატი. აქვს დისპლეი პორტის 1.3/1.4 ის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა მზადაა როგორც 4კ ისე 8კ მონიტორებისათვის (2 კაბელის გამოყენებით). აქვს ასევე HDR interface ის საპორტი (DPR 1.4) რაც შეეხება პასკალის ახალ ტექნოლოგიებს, ერთ-ერთია SMP - Simultaneous Multi-Projection სინქრონული მულტი პროექცია, ბრწყინვალე ვარიანტია მათთვის ვინც 3 მონიტორს იყენებს. GPU Boost 3.0 მოკლედ რომ ვთქვათ ამ სიახლის შესახებ ისაა რომ მაქსიმალურად ოპტიმალურ ძაბვას იღებს ბარათი რაც საკმაოდ კარგი სიახლეა overclocker ებისათვის რადგან მაქსიმალუ სიხშირეებს მიაღწევენ ისე რომ შედარებით ადვილი იქნება ძაბვის რეგულირება რადგან ეს ტექნოლოგია თვითონ ბარათშია ჩადებული. An Update To SLI როგორც ვიცით 2 ზე მეტ ბარათს ვერ დავაყენებთ SLI ში, ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ცვლილებაა რადგან 3 და 4 ბარათის დაყენება ცოტა არ იყოს ზედმეტად მეჩვენება რადგან მესამე და მეოთხე ბარათები ვერ ავლენენ მაინც თავიანთ სრულ პოტენციალს. თუმცა აქვე დავამატებ იმას რომ არის საშუალება იმის რომ გადმოვწეროთ KEY აპლიკაცია ასე ვთქვათ და გაიხსნას 3 და 4 ბარათის მხარდაჭერა. სანამ უშუალოდ ტესტებზე გადავალთ გაგაცნობთ ტემპერატურებს და ხმაურის დონეს როგორც ვხედავთ საკმაოდ გრილი ბარათია და ხმაურის დონეც ძალიან დაბალი აქვს რაც უფრო მეტი სიამოვნების მიღებას იძლევა გეიმინგში ზემოთ ავღნიშნე და აქაც გავიმეორებ რომ დაუტვირთავ რეჟიმში ფანები გაჩერებულია და დატვირთულზე კი ხმაურის დონე შემდეგნაირია ახლა კი ტესტები, რომელთა ნახვის შემდეგ პირადად მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რაც შეეხება ოვერქლოქინგს ბოლოს რაც შემიძლია ვთქვა, ისაა რომ იდეალურია ეს ბარათი ფასთან მიმართებაში. ვისაც აქვს შეიძენს, ვისაც არ აქვს სურვილი არა მე გისურვებთ ყველას ისეთი სისტემები გქონოდეთ როგორიც თქვენ გულს გაუხარდება. ეს ჩემი პირველი თემაა და ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებით თუ რამე ვერ გამოვიდა კარგად. P.S. ეს ბარათი ნამდვილად 8 GB იანია და არა 7.5 როგორც სჩვევია ნვიდიას "მოტეხვა" 500მბ ის :))
- 11 replies
-
- 16