გამარჯობათ თანაფორუმელებო. დიდიხანია ამ განყოფილებაში თემა არ გახსნილა და ვიფიქრე თქვენც დაგაინტერესებდათ ეს თემა და თან თქვენს რჩევებსაც დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებ. მოკლედ ვიყიდე G27. მაქვს თავისი სამაგრი და სიდენია რომელზეც კომფორტულია თამაში, მაგრამ მინდა კიდევ უფრო დავხვეწო ვიზუალურად და ორიგინალობა შევმატო. ნაღდი მანქანის ტორპედოში მინდა ჩავსვა რული პედლები და რიჩაგი როგორც ამ სურათშია ზუსტად მასე. ტორპედოს ნახევარი მოიჭრება და გამოვა ასე. რაც შეეხება მონიტორებს: 1 მონიტორის ყიდვას და დიდი გამოსახულების მიღებას მირჩევნია 3 მონიტორი დავიდგა და სივრცე ანუ ხედვის კუთხე მქონდეს მეტი. ან 1 მონიტორი და ისეთი რომ უფრო პრაქტიკული იყოს Racing თამაშებში. ჩემი აზრით 3 მონიტორი წინ კიდევ უფრო რეალობის შეგრძნებას მოუმატებს ვეცდები მალე შევუდგე საქმეს მანამდე კი თქვენს რჩევებსაც გავითვალისწიენებ რამე უკეთესი იდეა ხომ არ გექნებათ უფრო ორიგინალური რომ იყოს.