გამარჯობა,
მიკროფონის ყიდვა მინდა DSLR კამერისთვის (EOS 700D მაქვს).
ხარისხიანი აუდიოს ჩასაწერად რომელ მიკროფონს მირჩევთ?
მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება მინდა და მიკროფონი მინდა გამოვიყენო როგორც კამერაზე ზემოდან დასამაგრებლად, ისე ცალკე, გრძელ ჯოხებზე რომ აქვთ ხოლმე მიმაგრებული და კამერისგან დამოუკიდებლად, რომ წერენ ხმას.
beyerdynamic MCE 85 PV Shotgun Microphone Phantom Power (ამაზონი)
BEYERDYNAMIC MCE 85 SHOTGUN MICROPHONES (მუსიკის სახლი)
ამ 2 მიკროფონს შორის ამხელა სხვაობა რატომაა თანხაში იქნებ ეგეც მითხრათ.
Rode VideoMic Pro Compact VMP Shotgun Microphone (ეს როგორც ჩანს მხოლოდ კამერაზე მაგრდება ზემოდან)
ანუ ორივე ვარიანტში რო გამოვიყენო და თან ხარისხიანად რომ ჩაწეროს ხმა იქნებ გამაკეთებინოთ არჩევანი 200$-ის ფარგლებში.
რომელი ფირმის ჯობია და რატომ და shotgun მიკროფონები რისთვისაა გათვლილი :)))))