Search the Community
Showing results for tags 'die'.
-
@Abnormalia-ს ჩვენთან ყველა იცნობთ და ბევრმა მისი საქმიანობის შესახებაც იცის. ირაკლი წლებია ქართულ საქმეს ემსახურება - ავითარებს გეიმ დეველოპმენტს საქართველოში. მასვე ეკუთვნის ქართული თამაშების სტუდია StormBringer Studios-ს, რომელსაც უკვე საკმაო რაოდენობის მნიშვნელოვანი პროექტები დაუგროვდა. 2017 წლის 19 მაისი მნიშვნელოვანი ეტაპია ქართულ თამაშების ინდუსტრიაში - ამ დღიდან StormBringer Studios-ის თამაში VRZ: Torment ოფიციალურად იყიდება Steam-ზე. თანაც, თამაში სპეციალურად შექმნილია ვირტუალური რეალობისთვის. VRZ: Torment ესაა Zombie Shooter/Survival/Puzzle თამაში, ე.წ. ღია სამყაროთი (open world). თამაშისთვის აუცილებელია ვირტუალური რეალობის ჰედსეტის (HTC Vive, Oculus Rift) ქონა. VRZ: Torment-ში ხელმისაწვდომია როგორც იარაღების ფართო არსენალი, ასევე ზომბების ბევრი ნაირსახეობაც. მოკლედ, არ მოიწყენთ. აღსანიშნავია, რომ VRZ-ზე მუშაობა საკმაო ხანია მიმდინარეობს და 19 მაისამდე ის Steam-ზე საცდელი ვერსიის სახით იყო წარმოდგენილი, თანაც პოპულარობა არც მაშინ აკლდა, ჯერ კიდევ დასახვეწ თამაშს. VRZ: Torment-ს არც საერთაშორისო აღიარება აკლია. 12 აპრილს მას ტალინში გამართულ Tallinn GameDev Days-ზე მეორე ადგილი ერგო. დადებითი გამოხმაურებაა უცხოურ პრესაშიც: "Survive Purgatory In VRZ: Torment" - Review on VRZ: Torment Early Access, vrthegamers.com "10 Best Oculus Rift Zombie Games" - VRZ being appreciated, vudream.com თამაშის Press Kit აქაა ხელმისაწვდომი; მწარმოებელი: StormBringer Studios თამაშის საიტი: http://www.vrzgame.com/ ყიდვის გვერდი: http://www.vrzgame.com/Purchase.html თამაში Steam-ზე VRZ: Torment-ის ოფიციალური ფასი 19.99$-ია, თუმცა Steam-ზე ახლა 12.59$-ადაა ხელმისაწვდომი. ჩვენ დიდ წარმატებას ვუსურვებთ StormBringer Studio-სა და მის გუნდს იმ დიდ საქმეში, რასაც ქართული თამაშების ექსპორტი ჰქვია, თქვენ კი VRZ: Torment-ის თრეილერს გიტოვებთ: