როგორც ცნობილია კომპანია Amazon-მა თებერვლის დასაწყისში დაანონსა საკუთარი ვირტუალური ვალუტა Amazon Coins და რამდენიმე თვის შემდეგ პრეს-რელიზზე როგროც ჩანს "დაავიწყდათ" ამის შესახებ .
ასი Amazon Coins არის 1 ამერიკული დოლარი ხოლო თუ გადაწყვეტთ რომ იყიდოთ 10 000 მონეტა ანუ 100 მარადმწვანე კომპანიას აქვს 10%-ანი ფასდაკლება. ამასთან ერთად აშშ-ში Kindle-ს მფლობელები მიიღებენ 5000 coins საწყის კაპიტალად რაც საერთო ჯამში არც თუ ისე ცოტაა საქმე ეხება რამდენიმე ათეულ მილიონს.
ამ დროისთვის Amazon Coins-ის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თამაშებისა და აპლიკაციების ყიდვისთვის მისივე მარკეტში Amazon Appstore.
კომპანიას ამასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს, ის აპირებს მომავალში გამოიყენოს ეს ვალუტა სხვა Amazon-ის სერვისებშიც, ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ ამგვარი ვალუტა უკვე სცადე გიგანტმა Hi-Tech კომპანია Microsoft-მაც რაც არც თუ ისე წარმატებული გამოდგა Microsoft Points, ვნახოთ რა გამოუვა Amazon-ს.