კომპანია Intel-მა ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ ,რომ 10 ნმ. ტექნოლოგიით წარმოებული Cannonlake არქიტეტურაზე დაფუძნებული მიკრო პროცესორები 2017 წლის მეორე ნახევარში გამოვა. ეს იქნება პირველი შემთხვევა როდესაც კომპანია "უღალატებს" ტრადიციას და 2 წლის შემდგომ არ შეცვლის არქიტეტურას , აქედან გამომდინარე 14 ნმ. ტექნოლოგიით წარმოებული პროცესორები ბაზარზე 2017 წლამდე დარჩება , თუმცა მცირედ შეიცვლება სერიები და პროცესორების მოდელები. როგორც ვხედავთ ახლახანს გამოსული Broadwell არქიტეტურაზე დაფუძნებული პროცესორების შემდეგ ვიხილავთ კვლავ 14 ნმ. ტექნოლოგიით წარმოებულ Skylake და Kabylake არქიტექტურაზე დაფუძნებულ პროცესორებს შესაბამისად Core i-6XXX და Core i-7XXX სერიების სახით.