Search the Community
Showing results for tags 'bizspark'.
-
BizSpark-ის შესახებ ბევრმა არ იცის, არადა ის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია Microsoft-ის ეკოსისტემაში. BizSpark - ესაა სტარტაპების განვითარების ხელშეწყობისადმი მიმართული პროექტი, რაც გულისხმობს გარკვეული ვადით სტარტაპებისათვის პროგრამების, სერვისების, ტექნიკური დახმარებისა და Azure ღრუბლის გამოყენების შესაძლებლობას გარკვეული ლიმიტების ფარგლებში. წარმატებული სტარტაპებისთვის მაიკროსოფტს დამატებითი ბონუსები აქვს BizSpark Plus და Microsoft Ventures. BizSpark Plus მიმართულია Azure Cloud-ის დიდი დატვირთვით გამოყენებაზე, თვეში 10000$-ის ლიმიტით 1 წლის მანძილზე. Microsoft Ventures კი წარმატებული სტარტაპის საქმიანობასი მაიკროსოფტის უშუალო დახმარებასა და ჩართულობას გულისხმობს. ჯერ სტანდარტული BizSpark-ით დავიწყოთ. პროექტის მოკლე აღწერა ასეთია: როგორც ხედავთ, BizSpark საშუალებას გვაძლევს 3 წლის ვადით გამოვიყენოთ Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფა, სერვისები, Azure ღრუბელი და მივიღოთ ტექნიკური დახმარებაც. აგრეთვე, 3 წლის გასვლის შემდეგ შეგვიძლია გადმოწერილი პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარება უფასოდ განვაგრძოთ. BizSpark-ის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია Azure ღრუბლის კომპონენტი, რაც მოიცავს 3 წლის მანძილზე, თვეში 150$-იან ლიმიტს 5 ექაუნთზე, ანუ თვეში 750$-ს. იმის გათვალისწინებით, რომ BizSpark-ის მონაწილეებისთვის Azure-ის სერვისებზე კიდევ დამატებითი ფასდაკლება მოქმედებს, თვეში 750$-იანი ლიმიტი ძალიან კარგი რამეა. გარდა Azure-ისა, BizSpark-ის ფარგლებში ვიღებთ MSDN Subscription-ს პროგრამული უზრუნველყოფის შეუზღუდავად გადმოწერის უფლებით, ყოველთვიურ MSDN Magazine-ს (ჟურნალი დეველოპერებისთვის), სპეციალურ სასწავლო ვიდეო გაკვეთილებს Microsoft-ის პროდუქტების შესახებ და ა.შ. თუმცა სერვისის მისაღებად გარკვეულ პირობებსაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ: სტარტაპის ასაკი არ უნდა იყოს 5 წელზე მეტი, მფლობელი უნდა იყოს ფიზიკური პირი და შოულობდეს წელიწადში 1 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რეგისტრირებული სტარტაპების ვალიდაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს Microsoft Georgia-ს ოფისი. + მოთხოვნები ქართული სტარტაპებისთვის უფრო რბილიცაა და ვალიდაცია ადვილად ხდება, რადგან ლოკალური ოფისისგან ხელშეწყობა არსებობს. ყოველ შემთხვევაში, თუ ვალიდაცია არ გაგატარეს, დამიკავშირდით, გიშუამდგომლებთ MS Georgia-სთან და ხელახლა რეგისტრაციის შემთხვევაში, თუ რაიმე წესი არ ირღვევა, დაგიდასტურებენ ექაუნთს. ესეც BizSpark-ის საპრეზენტაციო ვიდეო: ეს კი Microsoft BizSpark-ის ოფიციალური Youtube არხია, სადაც შეგიძლიათ წარმატებული სტარტაპების ისტორიებს გადახედოთ: https://www.youtube.com/user/MicrosoftBizSpark/videos როგორც ხედავთ, ბრწყინვალე სერვისია უამრავი ბენეფიტით. ყველას, ვისაც რაიმე სტარტაპი ან პატარა კომპანია გაქვთ, რეკომენდაციას გიწევთ BizSpark-ის გამოყენებაზე.