Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'Win 7 & Win 8'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. მოგესალმებით! ალბათ გაგვჩენია სურვილი (ყოველშემთხვევაში მე) რომ ერთ დისკზე ჩაგვეწერა ორი სხვადასხვა ოპერაციული სისტემა. ვთქვათ გვინდა დავტესტოთ სხვა რომელიმე ახალი ოპერაციული სისტემა სრული შესაძლებლობებით (და არა ვირტუალურ მანქანაში)და არ გვინდა ახალი ფართიშენის შექმნა. ამის განხორციელება შესაძლებელია და ქვემოთ გიჩვენებთ. ჰო მართლა შესაძლებელია ახალ სისტემებზე მაგალითად win 7-ისა და win 8-ის მაგალითზე. სამწუხაროდ xp-ზე ეს გზა არ მუშაობს ან მე არ ვიცი უბრალოდ ამის გარკვევის სურვილი იმიტომ გამიჩნდა რომ ზოგიერთ ჩემს მეგობარს ვერ გადაეწყვიტა გადასულიყო თუ არა windows 7-დან windows 8-ზე და ეზარებოდათ გარისკვა, სისტემის წაშლა და ახალის დაყენება. ამ მეთოდით კი ზედმეტი თავისტკივილის გარეშე შევძლებთ ამის გაკეთებას. მოკლედ შევუდგეთ საქმეს. უნდა შევქმნათ VHD-ი. ამისათვის run-ში ჩავწეროთ diskmgmt.msc (ან ნებისმიერი მეთოდით გამოიძახეთ დისკმენეჯმენტი) შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ვაწვებით Action>Create VHD შემდეგ ვუთითებთ ვირტუალური დისკის სახელს, მისამართს და.ვირტუალური დისკის მოცულობას რაც რაღაც მიზეზების გამო არ უნდა იყოს 20გბ-ზე ნაკლები (ასე ამოვიკითხე ინტერნეტში ნაკლები მოცულობა არც მიცდია) ფანჯარაში გამოჩნდება ჩვენს მიერ ახლადშექმნილი 20გბ-იანი სიფრცე რომლის ინიციალიზაცია უნდა მოვახდინოთ. ჩვენს შემთხვევაში Disk 1-ზე მაუსის მარჯვენა ღილაკით კლიკი და შემდეგ Initialize Disk ამ ეტაპის გავლის შემდეგ ახლადშექმნილ მეხსიერების მოცულობაზე მარჯვენა კლიკით ვიძახებთ მენიუს სადაც ვაჭერთ New Simple Volume-რითაც "რეალურად" ვქმნით ახალ ინიციალიზებულ ფართიშენს. ამ პროცესის სიმარტივის გამო თითოეული ეტაპის სქრინს არ დავდებ (ალბათ ყველამ ვიცით როგორ ხდება ახალი დისკის შექმნა აუთვისებელი მეხსიერების მოცულობიდან) ჩემს შემთხვევაში ახალშექმნილ დისკს მიენიჭა ლოგიკური სახელი "I" და მე მეტი აღქმისთვის მივაწერე ასევე Windows 8 როგორც ვხედავთ დისკ მენეჯმენტშიც და Мy Computer-შიც ახალშექმნილი დისკი გამოჩნდა (რომელიც VHD-ის სახითაა შექმნილი და არა ფიზიკურად ვინჩესტერის დაყოფით) ახლა გამოვიძახოთ Windows Powershell და გავხსნათ ის ადმინისტრატორის უფლებით. Start Menu->All Programs->Accessories->Windows Powershell გამოსულ ფანჯარაში ვწერთ ბრძანებას “Set-ExecutionPolicy RemoteSigned” და enter შემდეგ გამოდის შეტყობინება რომელიც უნდა დავადასტუროთ Y-ის არჩევით და ასევე enter ამი შემდეგ არ ვხურავთ Windows PowerShell-ს და ვიქცევით შემდეგნაირად. ვიწერთ http://archive.msdn.microsoft.com/InstallWindowsImage/Release/ProjectReleases.aspx?ReleaseId=2662 http://allshares.ge/download.php?id=8F63F1BC88 ამ ფაილს და ვაგდებთ C დისკზე. შემდეგ ამ ფაილის პარამეტრებში შევდივართ და ქვედა მარჯვენა კუთხეში ვაწვებით ღილაკს unblock შემდეგ ეტაპზე გვჭირდება Windows 8-ის ISO ფაილი რომელიც უნდა დავამაუნთოთ ვირტუალური დრაივით. მე გამოვიყენე Virtual Clone Drive (სხვა შემთხვევაში რატომღაც ჩემთან შემდეგ ეტაპზე ვერ გადავედი ) შემდეგ ვუბრუნდებით Windows PowerShell-ის ფანჯარას და ვწერთ ბრძანებას “CD C:” . ამით შევდივართ ძირითად პართიშენზე (დისკ C-ზე) ~ შევდეგ ვწერთ ბრძანებას .Install-WindowsImage.ps1 –WIM J:SourcesInstall.wim –Apply –Index 1 –Destination I: და enter სადაც J არის იმ ვირტუალური დისკამძრავის სახელი რომელშიდაც დევს საინსტალაციო დისკი ხოლო I არის იმ ვირტუალური ლოგიკური დისკის სახელი რომელიც ჩვენ თავიდან შევქმენით სისტემის ჩასაწერად შემდეგ ვნახავთ შეტყობინებას რომ პროცესის დასამთავრებლად საჭიროა რაღაც დრო და რომ უნდა დაველოდოთ პროცესის დასრულების შემდეგ კი ვიღებთ შემდეგს მოკლედ პროცესი დასრულდა და ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა ესაა გავხსნად command promt-ი ადმინისტრატორის უფლებით და ვწერთ ბრძანებას bcdboot.exe I:Windows სადაც ალბათ როგორც უკვე მიხვდით I არის ახალშექმნილი ვირტუალური ფართიშენის სახელი პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ ვიღებთ შემდეგ შეტყობინებას (რომ ჩამტვირთავი ფაილები წარმატებით შეიქმნა) ახლა უკვე შეგვიძლია გადავტვირთოთ სისტემა და შედეგად მივიღებთ შემდეგ შეტყობინებას. windows 8-ის არჩევის შემდეგ აღმოვაჩენთ რომ ინსტალაციის პროცესი არის იმ ეტაპზე როცა უკვე ვიღცევთ სისტემის პარამეტრებს (იუზერის სახელს და ასე შემდეგ) ანუ გამოტოვებულია ის ეტაპი სადაც უნდა განვსაზღვროთ რომელ დისკზე ჩავწეროთ სისტემა. სულ ეს იყო. ჩემთან უპრობლემოდ დაყენდა ამ მეთოდით windows 7 32 bit-იანი და windows 8 64 bit-იანი ერთ ფიზიკურ ფართიშენზე. windows 7 რათქმაუნდა ვერ არიქვავს ფიზიკურ ფართიშენად ვირტუალურად შექმნილ დისკ შესაბამისად windows 7-ის my computer-ში ვერ დავინახავთ windows 8-ის ფართიშენს. windows 8- კი ორივეს ხედავს. სულ ეს იყო. ალბათ ბევრი შეცდომა დავუშვი წერის დროს მაგრამ გთხოვთ მომიტეოთ ) თუ ვინმეს დაეხმარება ეს ტუტორიალი ხომ კარგი თუ არადა თქვენ კარგად იყავით მთავარია ბავშვები იყვნონ ჯანმრთელნი ჯერ საკუთარი თავისთვის და მერე სრულიად www.overclockers.ge -თვის იწვალა და იჯახირა МаКаSaRa - მ
×
×
  • Create New...