Search the Community
Showing results for tags 'WQHD'.
-
კომპანია Samsung მა წარმოადგინა მე-9 სერიის ახალი პროფესიონალური კლასის 27 ინჩიანი მონიტორი - SB971.ეს მონიტორი დაფუძნებულია ექსკლუზიურ LED PLS ( Plane Line Switching )პანელზე , რომელიც განკუთვნილია პროფესიონალებისთვის და უზრუნლეყოფს ფერების უმაღლეს დონეზე დამუშავებას. ამ 27 ინჩიან პრემიუმ კლასის მონიტორს აქვს 16:9 Aspect Ratio - Wide Quad HD რეზოლუციით 2560x1440 პიქსელი. მისი ხედვის კუთხეა სტანდარტული 178 გრადუსი , სიკაშკაშის მაჩვენებლი Standart რეჟიმში 220 cd/m2 , ხოლო High Bright რეჟიმში 300 cd/m2. მას გააჩნია MEGA დინამიური და 1000:1 სტატიკური კონტრასტი , რეაგირების დროა 5ms ( GTG ) და 100 % იანი sRGB ფერების ხილვადობის შესაძლებლობა რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალებისთვის. რაც შეეხება პორტებს , ამ მონიტორს სადგამის უკან აქვს : თითო-თითო DisplayPort , DVI-DL , HDMI პორტები. მასში ჩაშენებულია 2 ცალი 7W იანი სტერეო დინამიკები. მონიტორი გაყიდვაში 2013 წლის ბოლო გამოვა და მისი ღირებულება 1200 ამერიკული დოლარი იქნება.