კომპანია Asus მა გააფართოვა თავისი VivoBook ნოუთბუქების სერია , ამჯერად ახალი ულტრა-პორტატული ნეთბუქით მოდელ X102BA ით , რომელსაც აქვს 10.2 ინჩიანი სენსორული ეკრანი რეზოლუციით 1366X768 , ნეთბუქი დაფუძნებული იქნება AMD ს ბაზაზე და იგი აღჭურვილი იქნება 1GHz სიხშირის მქონე 2 ბირთვიანი A4-1200 პროცესორით და ამასთანავე მასში ინტეგრირებული HD 8180 გრაფიკული ჩიპით .მისი ენერგო მოხმარება მხოლოდ 3.9 W იქნება.
ნეთბუქს ექნება 2GB ოპერატიული მეხსიერება 4GB მდე გაზრდის საშუალებით და 320GB მყარი დისკი 500GB მდე გაზრდის შესაძლებლობით.
მას ასევე გააჩნია 2 ცალი USB 2.0 , თითო-თითო USB 3.0 , VGA , HDMI , SD card reader პორტები და რა თქმა უნდა WiFi და Bluetooth კავშირი.
ნეთბუქს მოყვება ოფიციალური Windows 8 ოპერაციული სისტემა Microsoft Office HOme & Student 2013 თან ერთად.
ამ ნეთბუქის ფასი ევროპაში 330 ევრო იქნება.