Search the Community
Showing results for tags 'UP3214Q'.
-
ამ წლის ივლისში კომპანია Dell მა წარმოადგინა ახალი Ultra HD იგივე 4K რეზოლუცის მქონე Ultrasharp სერიის უახლესი მონიტორი > UP3214Q , რომლის შესახებაც დეტალები სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. Dell ის ამ უმაღლესი დონის მონიტორს აქვს 31.5 ინჩიანი IGZO პანელის მქონე 4K ეკრანი , რეზოლუციით 3840 x 2160 პიქსელი , ასევე მისი ხედვის კუთხეა 176°/176° გრადუსი , რეაგირების დრო (GTG) 8 ms , კონტრასტულობის მაჩვენებელი 1,000:1 , ეკრანის სიკაშკაშე 350 cd/m2 . მონიტორს გააჩნია 99 % იანი AdobeRGB და 100% იანი sRGB ფერების დიაპაზონი , რაც პროფესიონალებისთვის მართლაც რომ საოცნებო პრუდუქტს ხდის ამ მონიტორს. რაც შეეხება მონიტორის უკანა მხარეს და მის პორტებს : მას გააჩნია 4 ცალი USB 3.0 , თითო-თითო HDMI , Dipslayport და mini DisplayPort მაკავშირებლები , ასევე Card Reader . მომხმარებელს შეუძლია მონიტორის სასურველ სიმაღლეზე დაყენება და წინ/უკან მოძრაობა. Dell UltraSharp UP3214Q ს ექნება ოფიციალური 3 წლიანი გარანტია მწარმოებლისგან და მისი ფასი დაახლოებით 5 400 ამერიკული დოლარი იქნება !
- 10 replies
-
- 4
-
- Dell
- Ultrasharp
-
(and 2 more)
Tagged with: