როგორც MCV იუწყება, შექმნის პროცესშია ახალი სათავგადასავლო მოქმედებითი თამაში Rambo, რომელსაც Reef Entertainment გამოუშვებს. ამ უკანასკნელმა, კომპანია StuidoCanal-ისგან მოიპოვა უფლებები მთლიანი სერიის თამაშების შექმნაზე.
დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, უცნობია თამაშის ზუსტი დასახელება და იქმნება ის ფილმის მიხედვით, თუ აქვს საკუთარი, ორიგინალი სცენარი, ასევე არ ვიცით პროექტში ღებულობს მონაწილეობას თუ - არა სილვესტერ სტალონეს (Sylvester Stallone).
გამომშვებმა მხოლოდ გაგვანდო, რომ თამაში გამოვა მომავალ წელს, PC, PS3 და X360 პლათფორმაზე. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ჯონ რემბოს ფილმის ტრილოგიამ მსოფლიო კინოგაქირავებაში 600 მლნ. $ მოგება მოიტანა. GAMETECH