Search the Community
Showing results for tags 'Tegra Note'.
-
კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად დაანონსა პლატფორმა Tegra Note რომელზეც Android პლანშეტები იმუშავებენ და მათი ღირებულება დაიწყება $200-დან. დიდი ხანია უკვე ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია რომ თითქოს Nvidia მუშაობს პლანშეტზე სახელწოდებით Tegra Tab რომელიც დაფუძნებული იქნება Tegra 4 პროცესორზე, ექნება 7 დიუმიანი დისპლეი, ძირითადი 5 მეგაპიქსელიანი კამერა და დამატებითი წინა კამერა, Wi-Fi და Bluetooth, ასევე HDMI, 3.5m jack, USB და MicroSD სლოტები. ეხლა კი Nvidia-მ ოფიციალურად გაამხილა გეგმები და ინფორმაცია მოწყობილობაზე რომლის სახელწოდებაც იქნება Tegra Note. მაშ ასე Tegra Note დაფუძნებული იქნება - Tegra 4 ჩიპზე, 4 ძირითადი ბირთვით Cortex-A15-ით, ასევე დამატებითი დაბალვატიანი ბირთვითა და GeForce-ს ვიდეოაჩქარებელით. 7" IPS დისპლეი 1280x800 რეზოლუციით, წინა კამერა ექნება 0.3 მეგაპიქსელიანი ხოლო უკანა 5MP, 16Gb შიდა მეხსიერება(ექენბა ასევე MicroSD ბარათის მხარდაჭერა) ამასთან ერთად microHDMI-ს და Bluetooth/Wi-fi-ს მხარდაჭერა. Tegra Note-ში გამოყენებული იქნება NVIDIA DirectStylus ტექნოლოგიაც რაც საშუალებას იძლევა სტილუსით წერას და მართვას მოწყობილობის. აპლიკაცია Nvidia TegraZone-ს მეშვეობით კი შესაძლებელი იქნება ოპტიმიზაცია Tegra-ს პროცესორებისთვის, რომელიც სხვა პლანშეტებს არ ექნებათ, ამასთან ერთად ექნება მხარდაჭერა ბევრი კონტროლერის რომლითაც უფრო მოსახერხებელი გახდება თამაში. პლანშეტის გაყიდვა დაიწყება შემდეგი თვიდან.
- 9 replies
-
- 5
-
- Tegra Note
- NVIDIA
-
(and 1 more)
Tagged with: