კორპორაცია LG-მ გადაწყვიტა გამოეშვა ჰიბრიდი ნოუთბუქისა და პლანშეტის რომელიც წარდგენილი იქნება CES 2013-ზე ლას-ვეგასში.
პლანშეტ-სლაიდერი Tab-Book H160 აღჭურვილია ორბირთვიანი Intel Atom Z2760 პროცესორით არის x86 პლატფორმაზე, პროცესორის ტაქტიკური სიხშირე გახლავთ 1.8გჰზ, აქვს Hyper-Threading ტექნოლოგიის მხადაჭერა, 2 GB ოპერატიული მეხსიერება და 64GB ფლეშ მეხსიერება.Tab-Book H160-ის სისქე შეადგენს 15.9მმ ხოლო მასა-1.05კგ. მოწყობილობას შეუძლია 12.5 საათი მუშაობა ავტონომიურ რეჟიმში. Tab-Book H160 აქვს Wi-Fi და Bluetooth 4.0 მოდული, HDMI, USB პორტები და microSD სლოტი. მოწყობილობა მუშაობს ОС Windows 8-ზე. მისი ფასი კი შეადგენს $1395.
ამასთან ერთად სამხრეთ კორეული კომპანია ამზადებს გაცილებით უფრო მაღალწარმადობიან მოდელს Tab-Book Ultra Z160-ს რომელიც დაფუძნებული იქნება Core i5 მობილურ პროცესორზე, მისი გაბარიტებ და წონაკი იგივე იქნება რაც H160-ისა.