Search the Community
Showing results for tags 'Sledgehammer Games'.
-
Activision-მა დაგვდო პატივი და გვაჩვენა ახალი Call of duty advanced warfare-ის თრეილერი. თრეილერი 4 მაისს უნდა გამოსულიყო , მაგრამ როგორც ჩანს Activision-მა ვერ მოითმინა. როგორც რგოლიდან ჩანს თამაშში მონაწილეობს კევინ სპეისი, რომელიც ცნობილია შემდეგი ფილმებით: "პლანეტა კეი-პაქსი", "ოცდა ერთი" "კონვერტი" და ა.შ. სპეისი შეასრულებს კერძო სამხედრო კორპორაციის უფროსის როლს. კორპორაცია ფლობს ეგზოსკელეტების და ჰოვერბაიკების ტექნოლოგიებს. Call of Duty: Advanced Warfare-ში მოვლენები მომავალში განვითარდება ფანტასტიკური და დღევანდელი ტექნოლოგიების ნაზავით. თუკი სპეისის გმირს დავუჯერებთ, ხალხს მომავალში დასჭირდებათ ძლიერი ლიდერები, რომლებიც ფლობენ სამხედრო ძალას. ფაქტია, რომ კორპორაციის უფროსს სურს მსოფლიო ისე გადააწყოს როგორც მას სურს. Call of Duty: Advanced Warfare-ის მოვლენების განვითარების დრო თამაშის მოქმედება მიმდინარეობს 2054 წელში. მსოფლიოში გაჩნდა კერძო სამხედრო კორპორაცია, რომელიც მზადაა კაცობრიობა გადაარჩინოს განადგურებულ სამყაროში და აღადგინოს საზოგადოება გლობალური შეტევების შემდეგ. თქვენ - სრულყოფილი ჯარიკაცი ხართ. აღჭურვილი ხართ ეგზოსკელეტის ახალი თანამედროვე შესაძლებლობებით, ტექნოლოგიური გაუმჯობესებებით და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით. მოთამაშეები შეუერთდებიან კარგად გაწრთვნილ, სპეციალიზირებულ ჯარისკაცებს, რომლებსაც ევალებათ მსოფლიოში წესრიგის აღდგენა", - ნათქვამია ოფიციალურ პრეს-რელიზში. Call of Duty: Advanced Warfare გამოვა 2014 წლის 4 ნოემბერს. შეგახსენებთ, რომ თამაშზე მუშაობს Sledgehammer games, სწორედ ის ხალხი რომლებმაც შექმნეს Modern Warfare 3. როგორც ჩანს ეს სათაურზეც აისახა, Modern Warfare-იდან Advanced -ში გადაგვისროლეს დეველოპერებემა.
- 142 replies
-
- 12
-