ორბლოკიანი ქულერი Silentmaxx-ისგან, რომელიც განკუთვნილია იმ პროცესორებისთვის რომელთა ენერგომოხმარება 100W-ზე მაღალია,- ამისთვის სულაც არ ჭირდება მას ფენი.
მასიური 3 ფუნტიანი კონსტრუქცია, შემდგარი ათი სითბური მილისა და ორი ალუმინის კოლექტორისგან დაყენდება Intel-ის 774,775,1555,1556, და 1366 სოკეტებზე, AMD-ს შემთხვევაში კი 939, 940, 2 და 3 სოკეტებზე. "TwinBlock"-ის ზომებია 210 mm x135 mm x 160 mm. იმ ზედაპირის მაქსიმალური ფართობი რომელსაც ეს ქულერი გააგრილებს არის 5.4 კვადრატული ფუტი.
კომპლექტაციაში ქულერს მოყვება "silent"-ჩუმი 120 მმ-იანი ფენი, (21 dBA). კომპანია Silentmaxx ქულერ TwinBlock -ს მყიდველს სთავაზობს 99.90 ევროში ან 120 დოლარში.