მსოფლიოში ფლეშ მეხსერებების მწარმოებელმა ლიდერმა კომპანია Sandisk მა ახლახანს წარმოადგინა MicroSDXC ტიპის მეხსიერების ბარათი სმარტფონების , პლანშეტებისა და ფოტოაპარატებისთვის 128GB ტევადობით რაც სიახლეა.
ეს გახლავთ Sandisk Ultra მე-10 კლასის მეხსიერების ბარათი , რომელიც გარდა 128GB ტევადობისა გამოვა სტანდარტული 8 , 16 , 32 და 64GB ტევადობითაც. Sandisk ის ეს ახალი პროდუქტი უძლებს როგორ ძალიან დაბალ ისე მაღალ ტემპერატურასაც (-40ºC to 85ºC).
მეხსიერების ბარათის წაკითხვის სიჩქარე 30MB/წამია , ჩაწერის კი ცოტათი ნაკლები.
როგორც ზემოთ ითქვა ეს მეხსიერების ბარათი გამოვა 8GB დან 128GB მდე ტევადობით და მისი ფასი შესაბამისად იქნება 30 დან 200 დოლარამდე.
SDSDQUA-008G-U46A - 8GB
SDSDQUA-016G-U46A - 16GB
SDSDQUA-032G-U46A - 32GB
SDSDQUA-064G-U46A - 64GB
SDSDQUA-128G-G46A - 128GB