კომპანია Acer მა გადაწყვიდა გაანახლოს თავისი საკმაოდ ცნობილი და გაყიდვადი 13 ინჩიანი ულტრაბუქი Aspire S7 , ძირითადი სიახლე იქნება მისი გაუმჯობესებული ახლა უკვე WQHD 2560 x 1440 რეზოლუციის მქონე სენსორული IPS ეკრანი , ნაცვლად Full HD 1920X1080 ისა. აღსანიშნავია , რომ მისი ეკრანის პიქსელების რაოდენობა თითოეულ ინჩზე იქნება 221 ppi რაც ძალიან ახლოსაა კომპანია Apple ს 13 ინჩიანი MacBook Pro Retina ს ეკრანის პიქსელებთან 227 ppi.
გარდა გაუმჯობესებული სენსორული ეკრანისა მინდა გითხრათ , რომ ეს ულტრაბუქი განახლდება პროცესორის მოდელების მიხევითაც , ერთი ვარიანტი იქნება კომპანია Intel ის უახლესი Core i5-4200U პროცესორით აღჭურვილი და მეორე Core i7-4500U პროცესორით , გარდა ამისა ორივე მოდელს ექნება 8GB DDR3 ოპერატიული მეხსიერება ორ არხიან რეჟიმში და 256 GB SSD მეხსიერება.
I5 ვერსიის ფასი იქნება 1499 , ხოლო I7 ის 1799 ამერიკული დოლარი.