DisplayLink-ის ერთ ერთ პროდუქტს DL-3900-ს, როგორც იქნა მოეძებნა გამოყენების სფერო Fujitsu-ს მოწყობილობაში USB 3.0 Port Replicator PR08. მოწყობილობა USB 3.0 პორტით პერსონალურ კომპიუტერზე მონიტორის მიერთების საშუალებას გვაძლევს. როგორც იუწყებიან PR08 პირველი ასეთი ტიპის მოწყობილობაა რომელსაც აქვს სრული 2560 X 1600 გაფართოების მხარდაჭერა.
რეპლიკატორი უერთდება კომპიუტერს USB 3.0 საშუალებით და მას აქვს Gigabit Ethernet-ის, ხმის 6 არხიანი სისტემის, ორი USB 2.0-ის და ორიც USB 3.0 პორტის გამოსავალი, ასევე DVI პორტი (კოპლექტში შედი DVI-to-VGA გადამყვანიც) და DisplayPort.
მოწყობილობას ესაჭიროება დამატებითი კვება (კომპლექტში არის ადაპტერი) და გათვლილია სამაგიდო და მობილური კომპიუტერებისთვის. ფასი ჯერჯერობით უცნობია.