Outlast არის საშინელებათა-მოქმედებითი თამაში, შექმნილი Unreal Engine 3 ძრავზე დამოუკიდებელი Red Barrels სტუდიის მიერ (რომელიც ინდუსტრიის ვეტერანების მიერ, Ubisoft-დან, Naugty Dog-დან და EA-დან, არის დაარსებული). Red Barrels Studio ფოკუსირებულია თამაშის PC ვერსიაზე, მაგრამ დეველოპერის მიზანია რომ Outlast კონსოლებზეც გამოვიდეს მომავალში. Outlast გამოვა 2013 წელს PC-ზე ციფრული გავრცელების სერვისებში. E3 Sony PlayStation-ის კონფერენციაზე დაანონსდა რომ თამაში გამოვა PS4-ზე ასევე. @Wikipedia