Search the Community
Showing results for tags 'Radeon R9 285'.
-
რამდენიმე კვირაში კომპანია AMD გამოუშვებს ახალ ვიდეო ბარათებს R9 სერიიდან კონკრეტულად კი R9 285 და R9 285X-ს. Radeon R9 285 დაფუძნებული იქნება Tonga Pro გრაფიკულ პროცესორზე ხოლო R9 285X კი Tonga XT-ზე. ჯერ-ჯერობით ახალი მოდელის სრული სპეციფიკაცია დაუზუსტებელია მაგრამ ცნობილია რომ ექნება 918MHz ბირთვის და 1375 (5500)MHz მეხსიერების სიხშირე, მეხსიერების სალტე 256bit რომელსაც შეუძლია გაატაროს 176Gb წამში, სტანდარტულ ვერსია აღჭურვილი იქნება 2Gb VRAM მეხსიერებით, ასევე განსხვავება R9 280/280X-თან შედარებით არის ის რომ ახალ ბარათს ექნება 6pin+6pin კვების PCI-E Power პინი რაც შემცირებულ ენერგომოხმარებაზე მიუთითებს(ზემოთხსენებულ მოდელებს აქვთ 8პინიანი კვების კონექტორი). CrossFireX კონფიგურაციის მუშაობას PCI-E ინტერფეისით იქნება შესაძლებელი. Sapphire, XFX და HIS-მა უკვე შეიმუშავა R9 285-ის ვარიანტები Sapphire Radeon R9 285 Dual-X XFX Radeon R9 285 HIS Radeon R9 285 IceQX2 Mini რაც შეეხება 285X-ის Tonga XT-ზე დაფუძნებულს მას სექტემბერში ვიხილავთ მისი ფასი კი სავარაუდოდ $300-ს არ აცდება.
- 71 replies
-
- 5