მოგეხსენაბათ ნოუთბუქი ASUS VivoBook U38DT იქნება ერთ-ერთი პირველი რომელიც აღჭურვლილ იქნება AMD Trinity-ს 4 ბირთვიანი პროცესორით, ასევე ეს მოწყობილობა აღსანიშნავია კიდევ იმით რომ შესაძლოა მას ჰქონდეს დისკრეტული ვიდეო ბარათი AMD Radeon HD 8000 სერიიდან.
ევროპულმა ინტერნეტ-მაღაზიებმა დაიწყეს უკვე Pre-order ASUS VivoBook U38DT-R3001H-ზე რომლებიც აღჭურვილნი არიან Radeon HD 8550M ვიდეობარათით, სამწუხაროდ ამ ვდეიობარათზე ინფორამცაი უცნობია ჯერ-ჯერობით(მხოლოდ ის არის ცნობილი რომ ექნება 1GB მეხისერება).
ამ ნოუთბუქის მონაცემები კი შემდეგია: აქვს 13.3 დიუმიანი ეკრანი LED განათებით,A8-4555M @1,6GHz, 4GB RAM, 500GB HDD,B&O ICEPower ხმის სისტემა, აქვს SD კარტის სლოტი,სამი USB 3.0 პორტი,HDMI პორტი,Wi-Fi 802.11 b/g/n და Bluetooth 4.0, შეეძლება 5 საათიანი მუშაობა ავტონომიურ რეჟიმში, იმუშავებს Windows 8 ოპერაციულ სისტემზე. ამ მოდელს არ აქვს სენსორული დისპლეი.
მისი ფასი იქნება 800 ევრო.