Search the Community
Showing results for tags 'R9 270X'.
-
როგორც ვიცით კომპანია AMD მ სულ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ვიდეო ბარათების ახალი R7 და R9 სერია , ჩვენ უკვე განვიხილეთ მოდელი , რომელიც ფასიდან გამომდინარე საკმაოდ კარგი პროდუქტი აღმოჩნდა. ახლა კი R9 სერიის ტოპ მოდელის ( 290X ) განხილვამდე მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო ბარათი R9 270X , რომლის სტანდარტული ვერსიის ღირებულება შეადგენს 200 ამერიკულ დოლარს , თუმცა დღეს ჩვენი განხილვის საგანი იქნება კვლავ კომპანია MSI ის ვერსია > MSI R9 270X HAWK , 2 GB მეხსიერებით , მისი ღირებულება აქვე გეტყვით რომ 230 ამერიკული დოლარია , ქვემოთ კი ვიხილავთ ტესტებს და გავიგებთ რამდენად ოპტიმალური არჩევანი იქნება 230 დოლარიანი ვიდე ბარათი გეიმერთათვის . AMD ს ახალი ვიდეო ბარათების სერია ზოგადი სქემით. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ , აღნიშნული სერია არ წარმოადგენს რაიმე დიდი სახის ცვლილებებს წინა Radeon 7000 სერიისგან , ეს ძირითადად ეხება 290X მდე მოდელებს და მათ შორის ჩვენს R9 270X ს , რომელიც წარმოადგენს წინა თაობის Radeon HD 7870 GHz Edition სახესხვაობას დიზიანით და უფრო დაბალი ფასით. მოდით დავიწყოთ განხილვა ვიდეო ბარათის ტექნიკური მონაცემებით . MSI ის R9 270X ისევე როგორც AMD ს სტანდარტული ვერსია აგებულია 28 ნმ. "Pitcairn" არქიტეტურაზე , რომელსაც აქვს : 1280 Stream პროცესორი , 80 მეხსიერების ტექსტურული ერთეული , 2800 მილიონი ერთეული ტრანზისტორი , 256-bit ინტერფეისის მქონე 2GB GDDR5 მეხსიერება , 1140 MHz პროცესორის სიხშირე რაც 90 MHz ით აღემატება AMD ს სტანდარტულ ვერსიას , 1400 MHz მეხსიერების სიხშირე ( 6000 MHz GDDR5 ). ვიდეო ბარათს რა თქმა უნდა გააჩნია ყველა უახლესი ტექნოლოგია და მათ შორის უახლესი DirectX 11.2. მიმოხილვის დაწყებამდე ვნახოთ ვიდეო ბარათის შეფუთვა და შიდა "ინტერიერი" , რომელშიც MSI როგორც ყოველთვის საუკეთესოა. კომპლექტში შედის : ვიდეო ბარათი დრაივერების დისკი და დოკუმენტაცია 2 ცალი PCIe კვების კაბელი 3 ცალი ძაბვის კაბელი და ერთიც DVI გადამყვანი მოდით უფრო ახლოდან ვნახოთ ვიდეო ბარათი : MSI ის R9 270X HAWK აღჭუვილია უახლესი და მძლავრი Twin Frozr გაგრილების სისტემით რომელშიც 2 ცალი ფანი და Heatsink შედის. თქვენს დედა-დაფაზე ვიდეო ბარათი საჭიროებს 2 ცალ სლოტს. იგი აღჭურვილია შემდეგი პორტებით : 2 ცალი DVI და თითო-თითო HDMI , DisplayPort ით , ასევე მას გააჩნია HDMI 1.4a ინტერფეისი აუდიო სისტემისთვის. ეს კი PCB ს წინა და უკანა მხარე : ვიდეო ბარათი საჭიროებს 2 ცალ 6 პინიან PCI-Express კვების კაბელს . MSI იმ ამჯერადაც იზრუნა Overclocker ებისთვის , ვიდეო ბარათს გააჩნია ორმაგი BIOS. AMD ს GCN shader არქიტეტურის მქონე Pitcairn გრაფიკული ჩიპი დამზადებულია ჩინეთში. დროა დავიწყოთ ტესტებიც , სატესტო სისტემა > ენერგო მოხმარება მუშაობის სხვადასხვა რეჟიმში : ფანის ხმაურიანობა : შედეგი ამ კომპონენტში საკმაოდ კარგია ეფექტურობა სხვადასხვა რეზოლუციებზე : Overclocking ტემპერატურა ვიდეო ბარათის დადებითი მხარეები : ქარხნულად აჩქარებული საკმაოდ ჩუმია დატვირთვაზეც და სტანდარტულ რეჟიმშიც შესაძლებელია ძაბვის კონტროლი პროგრამულად აქვს ორმაგი ბიოსი აქვს HDMI და Display პორტები უარყოფითი : ენერგო-მოხმარება საკმაოდ დიდია Blu-Ray მასალის ყურებისას სტანდარტულ ვერსიაზე 30 დოლარით ძვირია , რომელსაც MSI ის ეს მოდელი მხოლოდ 4% ით სჯობს ვიდეო მიმოხილვა : შეჯამება : მაშ ასე ჩვენ განვიხილეთ კომპანია AMD ს და MSI ის ერთობილი ნაწარმი , ვიდეო ბარათი R9 270X HAWK 2GB , რომელის ღორებულებაც კიდევ ერთხელ გეტყვით რომ არის 230 ამერიკული დოლარი , რაც 30 დოლaრით ძვირია AMD ს ქარხნულ მოდელზე , უარყოფითია ის ფაქტი რომ MSI ის ეს ვერსია სტანდარტულს მხოლოდ 4% ით სჯობს , თუმცა მასზე გრილია. კონკურენტი ფირმის Nvidia ს ვიდეო ბარათებთან მიმართებაში MSI ის R9 270X HAWK არ გამოიყურება ცუდათ , იგი მხოლოდ 1% ით ჩამორჩება GTX 660 ს და 7% ით GTX 760 ს რომლის ამჟამინდელი ფასი 250 დოლარამდეა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას ,რომ MSI ის ამ ვიდეო ბარათის ფასი ცოტა ნაკლებიც უნდა იყოს , ამ ყველaფრის გათვალისწინებით ვიდეო ბარათის შეფასება არის 9 ბალი 10 დან. უფრო მეტი თვალსაჩინებისათვის იხილეთ ცხრილი სადაც მოცემულია ძირითადი ვიდეო ბარათები : > @ FC BARCELONA - Overclockers.GE
- 61 replies
-
- 13
-
იყიდება Z97 GAMING 5 მეორე PCI სლოტი აქვს გაფუჭებული დანარჩენი ყველაფერი მუშაობს. ფასი იქნება 150 ლარი თავისი ყუთით, მოყვება ყველაფერი რაც ახალს. http://www.msi.com/product/mb/Z97_GAMING_5.html#hero-overview PowerColor DEVIL R9 270X 2GB GDDR5 http://www.powercolor.com/global/products_features.asp?id=490 ასევე იყიდება უპრობლემო ვიდეო კარტა თავისი ყუთით. მოყვება ყველაფერი რაც ახალს. R9 270X ფასი 270 ლარი. დარეკეთ ან ნომერზე: 598 91 22 91 გურამი