Search the Community
Showing results for tags 'Qosmio'.
-
სულ ახლახანს კომპანია Toshiba მ წარმოადგინა თავისი ორი ახალი პროდუქტი , ერთი გახლავთ Qosmio სერიის X75 Gaming ნოუთბუქი , ხოლო მეორე კი All-In-One PX35t სენსორული კომპიუტერი. ორივე პრდუქტი აღჭურვილი იქნება კომპანია Intel ის უახლესი მე-4 თაობის Haswell Core I7 - 4 ბირთვიანი პროცესორებით. როგორც ვხედავთ Qosmio X75 საკმაოდ ლამაზი დიზაინით გამოირჩევა თავისი მანათობელი კლავიატურით , მას ექნება : 17.3 ინჩიანი Full HD TruBrite ეკრანი რეზოლუციით 1920x1080 , გარდა მე-4 თაობის Haswell პროცესორისა მას ექნება მაქსიმუმ 32GB მდე ოპერატიული მეხსიერება , Nvidia ს უახლესი GeForce GTX 770M ვიდეო ბარათი 3GB GDDR5 მეხსიერებით , მაქსიმუმ 1.25 GB მყარი დისკი ( SSD ის დამატების შესაძლებლობით ) . ლეპტოპს ასევე გააჩნია Blu-Ray წამკითხავი ,VGA , USB 3.0 და HDMI პორტები 4K რეზოლუციის მხარდაჭერით. რაც შეეხება PX35t ს , ეს გახლავთ Full HD რეზოლუციის მქონე 23 ინჩიანი სენსორული All-In-One როგორც ზემოთ აღვნიშნეთ , მომხმარებელს ეძლება საშუალება აირჩიოს მისი სხვადასხვა კონფიგურაცია , ამის გათვალისწინებით ეს კომპიუტერი შეიძლება აღჭურვილი იქნას : Intel ის მე-4 თაობის Core I3 , I5 , I7 პროცესორებით , მაქსიმუმ 16GB ოპერატიული მეხსიერებით და 1TB მდე მყარი დისკით.რაც შეეხება ვიდეო ბარათს , გამოყენებული იქნება Intel ის ინტეგრირებული HD 4600. მას ასევე აქვს : ინტეგრირებული Blu-Ray წამკითხავი , Bluetooth 4.0 , HDMI , USB 3.0 პორტები და Harman Kardon stereo სპიკერები. კომპლექტში რა თქმა უნდა ასევე შედის უკაბელო კლავიატურა და მაუსი . Toshiba Qosmio X75 ის საწყისი ფასი 1400 , ხოლო All-In-One PX35t ის ფასი კი 1030 ამერიკული დოლარი იქნება !