Search the Community
Showing results for tags 'Polaroid'.
-
მეგობრებო მომეშველეთ მაქვს ორი აპარატი, ერთი არის Polaroid Land Camera - Supercolor 1000 და მეორე არის Kodamatic 950 ესაა Polaroid Land Camera - Supercolor 1000 და ეს Kodamatic 950 მთელი ინტერნეტი გადავქექე და ვერსად ვერ ვიპოვე ამათი კარტრიჯები პოლაროიდს უნდა SX-70 და კოდამატიკს HS144-10. ცხადია, სხვა ვარიანტებიც მიდის, მაგალითად ერთზე PX-100 ან PX-70 და მეორეზე ბევრი სხვა ვნახე კიდევ, ზუსტად არ მახსოვს. ესაა ხედი შიგნიდან პოლაროიდზე: და ეს კოდამატიკი: ხომ არ იცით სად შეიძლება ვიშოვო? პოლაროიდის კარტრიჯები ამაზონზე ვნახე, 28$ ღირს 8 კადრიანი, საკმაოდ ძვირად მეჩვენება... Kodamatic საერთოდ დახურულია (პოლაროიდმა უჩივლა, სამსუნგის და ეფლის ბაზარი რა ). მაგრამ Fujifilm-მა განაგრძო გამოშვება, რადგან თვითონ პოლაროიდს სჭირდებოდა ფუჯიფილმის არსებობა. ერთ-ერთ ფორუმზე წავიკითხე ისნის მეტროსთან უნახავს ვიღაცას 2 წლის წინ მეტი ვერაფერი ვიპოვე. იქნებ მუზეუმი მაინც მითხრათ რამე, იქ მაინც ექნებათ... დამატებითი ბმულები: http://camera-wiki.org/wiki/Kodak_Instant http://camera-wiki.org/wiki/Fujifilm_instant_photography