Search the Community
Showing results for tags 'PS4'.
-
Update გ ა ნ ა ხ ლ ე ბ ა
- 669 replies
-
- 28
-
-
- direct drive
- gear drive
- (and 12 more)
-
Overwatch არის მომავლის პირველი პირის შუთერი Blizzard Entertainment-სგან. მის შესახებ ცნობილი გახდა BlizzCon 2014-ზე. თამაში წარმოადგენს კოოპერატივს სხვადასხვა „გმირების“ მონაწილეობით. თითოეულ მათგანს საკუთარი შესაძლებლობა და ფუნქცია აქვს რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვანია თამაშის პროცესში. თამაშის პროცესში გვხდება ორი ექსვი მოთამაშისგან შემდგარი დაპირისპირებული გუნდი. თითოეული მოთამაშე ირჩევს არსებული რამდენიმე გმირიდან ერთერთს (რომლის გადაცვლა თამაშის პროცესსშიც შესაძლებელია) მათი როლის და შესაძლებლობის გათვალისწინებით. არსებობს პერსონაჟების ოთხი კლასი Offense -მაღალი შეტევითი პოტენციალით და სისწრაფით. ბალანსისთვის ასეთი ტიპის გმირებს აქვთ მცირე ე.წ hit point-ები. Defense - მისი ფუნქციაა დაიცვას თამაშში არსებული სპეციალური ადგილები და შექმნას თავდაცვითი წერტილები. Tank - პერსონაჟს შეუძლია ყველა სხვა პერსონაჟზე მეტი დაზიანების მიყენება. გამოირჩევიან მაღალი სიცოცხლისუნარიანობით. მათ შეუძლიათ მტრის გუნდს მიაყენონ მაღალი დაზიანება და გამოიწვიონ არეულობა მათ შორის. Support - პერსონაჟების მიზანია გაუძლიერონ შესაძლებლობები (სიცოცხლე, დაზიანების ძალა და ა.შ) თავისი გუნდის წევრებს და პირიქით შეუსუსტონ ეს ფუნქციები მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს. მათ არ შეუძლიათ თვითონ მიაყენონ ფატალური დაზიანება მოწინააღმდეგეს მაგრამ ამის გაკეთებაში თანაგუნდელებს დიდი დახმარებას უწევენ. არსებობს სულ ოთხი თამაშის რეჟიმი (Game modes) Assault- გუნდები თავს ესხმიან მოწინააღმდეგის განსაზღვრულ პოზიციებს რუკაზე. მოწინააღმდეგე გუნდი კი იცავს პოზიციებს. ამ რეჟიმში ორი რაუნდია ერთი შეტევის და ერთი დაცვის. Escort- ამ რეჟიმში თავმდამსხმელ გუნდს ევალება მიიყვანოს ტრანსპორტი გარკვეულ ადგილამდე მოწინააღმდეგე კი ხელს უშლის ამაში. გადაასადგილებელი ტრანსპორტი მოძრაობს წინასწარ განსაღვრული მარშრუტით. ამასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შემტევი გუნდის რომელიმე წევრი მაინც მასთან ახლოს იმყოფება. განკუთვნილი შეტევისთვის გარკვეული დრო და ამ დროში უნდა მოასწროს შემტევმა გუნდმა გარკვეულ ადგილამდე ტრანსპორტის მიყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში თამაში წაგებით მთავრდება. Assault/Escort - ეს რეჟიმი მსგავსია წინა რეჟიმისა განსხვავება არის ის რომ დამცველმა გუნდა უნდა შეასუსტოს შეტევა და ამასთან უკან დააბრუნოს ტრანსპორტი. Control- თითოეული გუნდი ცდილობს ხელში ჩაიგდოს და შეინარჩუნოს საკონტროლო პონქტები. თამაში გრძელდება მანამ სანამ რომელიმე გუნდის დაცვის პროცენტული რაოდენობა 100%-ს არ გაუტოლდება. სისტემური მოთხოვნები თამაშის რეალიზი დაგეგმილია 2016 წლის 24 მაისს. პ.ს. მოცემულ მომენტში მიმდინარეობს open beta ტესტირება და შეგიძლიათ სცადოთ.
- 48 replies
-
- 2
-
-
- blizzard entertainment
- pc
-
(and 3 more)
Tagged with:
-
ვიდეო გადაღებულია სონი ჯორჯიას ერთერთი ადმინის მიერ. https://www.facebook.com/pages/Sony-Georgia/726467130721436
-
Sony Computer Entertainment მა გვამცნო რომ PlayStation ხაზის/სახელის მქონე სათამაშო კონსოლების გაყიდვებმა უკვე გადააჭარბა 100 მილიონ ერთეულს , საუბარია კომპანია Sony ის ბოლო 3 ოფიციალურ კონსოლზე , PlayStation 3 , PlayStation Vita და უახლეს PlayStation 4 ზე. 100 მილიონიდან გაყიდვების ყველაზე დიდი წილი, რა თქმა უნდა ,ხვდა PlayStation 3 ს რომელიც ამ ეტაპზე გამოშვების დღიდან ( 2006 წლის ნოემბერი) გაიყიდა 80 მილიონი ერთეული , შემდეგ უახლესი PlayStation 4 (გაყიდვაში გაშვების თარიღი - 2013 წლის ნოემბერი) კონსოლი რომელიც ამ ეტაპზე გაიყიდა 11.5 მილიონი ერთეული , ბოლო ადგილს 8.5 მილიონი ერთეულით იკავებს Sony ის უახლესი მინი სათამაშო კონსოლი PlayStation Vita (გაშვების თარიღი - 2011 წლის დეკემბერი). PlayStation® Official Licensed Product
