გამარჯობათ...
მგონი სათანადო ადგილას გავხსენი თემა.
მაქვს შემდეგი მონაცემების კომპიუტერი:
E7200
Asus P5B SE
Mushkin 2x1GB
8600 GT
350 ვატიანი კვება თავისივე რაც კეისს მოყვა (SuperPower)
მოკლედ რამდენიმე თვეა მაქვს ეს კომპიუტერი. ამ ხნის განმავლობაში პროცესორს ვამუშავებდი 3.0 GHZ - ზე, ბიოსიდან მქონდა მომატებული და მუშაობდა ჩვეულებრივად.
გუშინ გადავწყვიტე დამეშლა და გამეწმინდა კარგად. გავასუფთავე ყველა ნაწილი, შევუცვალე თერმო პასტა პროცესორს და ვიდეო ბარათს. პროცესორი ამოვიღე და ჩავდგი ისევ.
ყველაფერი მუშაობს ისევ ნორმალურად უბრალოდ როცა ვარაზგონებ ისევ 3.0 ზე, ანუ ბიოსში როცა ვუმატებ პარამეტრს (როგორც იქამდე ვაკეთებდი) და გამოვდივარ ბიოსიდან აღარ ირთვება კომპიუტერი. თითქოს SLEEP-ეა, თან ქულერები მუშაობს ამ დროს. მერე უნდა დავაჭირო დიდ ხანს POWER-ს და ახლიდან როცა ვრთავ მიწერს შემდეგს:
OVERCLOCKING FILED და უნდა დავაბრუნო ისე DEFAULT პარამეტრები.
ანუ დაურაზგონებლად ჩვეულებრივად მუშაობს მარა მოვუმატებ თუ არა ratio-ს ეგრევე წერს მაგას.
იქნებ დამეხმაროთ იქამდე ჩვეულებრივად რაზგონდებოდა დაშლა აწყობის მერე რა დაემართა იქნებ ვინმემ იცის
მინდა რომ იყოს 3.0 ან 3.2 რავი როგორც ადრე იყო ხოლმე...