კომპანია NEC-მა წარადგინა ახალი სმარტფონი Medias X რომელიც გამორჩეულია იმითი რომ ის არის მსოფლიოში პირველი სმარტფონის რომელსცა აქვს წ ყ ლის გაგრილება(დიახ წ %$&# გაგრილება ), მოწყობილობა შექმნილია NTT DOCOMO ქსელისთვის, როოგრც განაცხადეს ზაფხულში აპირებენ განახლებული მოდელის გამოშვებას.
NEC Medias X დაფუძნებულია ოთხ ბირთვიან Snapdragon S4 Pro პროცესორზე წ ყ ლის გაგრილებითურთ, სითბო გამოდის მილებიდან და გრაფიტული რადიატორიდან, სმარტფონის შემქმნელები იუწყებიან რომ ასეთი ტიპის გაგრილება საიმედოდ დაიცავს სმარტფონს გადახურებისგან.
NEC Medias X-ის ტექნიკურ მახასიათებლებში ასევე შედის 4,7 დიუმიანი OLED-დისპლეი 720p გაფართოებით, 13,1 მეგაპიქსელიანი კამერა Exmor RS-ის სენსორით, იმართება Android 4.2 Jelly Bean ოპერაციული სისტემით. აღნიშნული სმარტფონი აკმაყოფილებს IP58 სტანდარტს რაც ნიშნავს რომ ის დაცულია ტენიანობისა და მტვრისაგან. იაპონიაში მისი რეალიზება მოხდება ივნისში, ფასი კი უცნობია ჯერ-ჯერობით.