Search the Community
Showing results for tags 'Nexus 7 2'.
-
კომპანია Asus მა სულ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა თავისი მორიგი 7 ინჩიანი Android პლანშეტი Nexus 7 2 , რომელიც გახლავთ გასულ წელს გამოშვებული Nexus 7 ის მომდევნო მოდელი , ამას გარდა ვინც არ იცით გეტყვით , რომ აღნიშნული პლანშეტი იწარმოება უშუალოდ Google თან შეთანხმებით და ამის შესაბამისად იგი ყველაზე ადრე იღებს Android სისტემის განახლებებს , ასევე გეტყვით იმასაც ,რომ ეს არის პირველი მოწყობილობა , რომელიც გაყიდვაში ჩაეშვება უახლესი Android OS 4.3 Jelly Bean ოპერაციული სისტემით. გარდა ზემოთ აღნიშნულისა მაინც რა უპირატესობა გააჩნია ახალ Nexus 7 2 ს ? პასუხი მარტივია , მისი მთავარი ღირსება არის დაბალი ფასი და კარგი მონაცემები , ამ პლანშეტის საწყისი ფასი სულ რაღაც 230 ამერიკული დოლარი იქნება. რაც შეეხეაბ მის მონაცემებს , პლანშეტს ექნება : 7 ინჩიანი LED-backlit IPS LCD ტიპის ეკრანი , რეზოლუციით 1200 x 1920 (~323 ppi pixel ) , რა თქმა უნდა ექნება Multitouch , რომელიც ერთდროულად აღიქვამს 10 თითის მოძრაობას , ეკრანი დაცული იქნება Corning Gorilla Glass ტექნოლოგიით. პლანშეტის შიდა მეხსიერება იქნება 16/32 GB მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად , მასში არ თავსდება Micro SD ბარათი , მისი ოპერატიული მეხეიერების სიდიდე წინა თაობის Nexus 7 თან შედარებით უფრო მეტია და შეადგენს 2GB ს. აღნიშნული პლანშეტი აღჭურვილი იქნება როგოც წინა ასევე უკანა კამერით , ფოტო/ვიდეო გადაღებებეისათვის მას აქვს 5 MPიანი 1080P ხარისხის და 2592х1944 პიქსელის მქონე კამერა Autofocus ით , ხოლო წინა კამერა არის 1.2 MP იანი. რაც შეეხება მის სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს : პლანშეტი დაფუძნებულია Qualcomm Snapdragon S4Pro ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას აქვს , 4 ბირთვიანი 1.5 GHz სიხშირის მქონე Krait პროცესორი , Adreno 320 გრაფიკული ამაჩქარებელი . გარდა ჩაშენებული WiFi და BlueTooth 4.0 ტექნოლოგიებისა პლანშეტი გამოვა ჩაშნებეული Micro-SIM სლოტითაც , რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა გამოიყენოს : 2G GSM , 3G HSPA , LTE 4G მობილური კავშირი ინტერნეტისთვის. გარდა ამ ყველაფრისა , Google Nexus 7 2 ს აქვს A-GPS ტექნოლოგია , HDMI პორტი , Wireless charging ტექნოლოგია და მისი ბატრეის სიმძლავრე შეადგენს 3950 mAh ს , წონა კი 2090-300 გრამს. აღნიშნული პლანშეტი მონაცემებით მართლაც ბევრად სჯობს წინა მოდელს , ამისტვის კი ვნახოთ მათი შედარება > სხვაობა მართლაც რომ დიდია . და მაინც ამ პლანშეტის ერთ-ერთ დიდ უპირატესობად Google თვლის მის პროგრამულ უზრინვეყოფას , Android OS ის ახალ 4.3 Jelly Bean ვერსიას , რომელშიც საკმაოდ ბევრი რამაა გაუმჯობსებული > პლაშნეტის Unboxing Android 4.3 Nexus 7 ( 2013 ) ზე Asus Google Nexus 7 2 ის საწყისი ფასი 16GB იანი მოდელისთვის იქნება 229 ამერიკული დოლარი , 32GB იანი ვერსიის ფასი იქნება 269 დოლარი , ხოლო Sim ბარათიანი ვერსიის საწყისი ფასი 349 დოლარი !
- 32 replies
-
- 10